მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სამაგალითო, საქართველოს მოტივაციაა, რეგიონში რაც შეიძლება მალე დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა

 ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სამაგალითო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს დიდი ინტერესია, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა არსებობდეს.

„განსაკუთრებული სითბოთი მინდა ვისაუბრო საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე. საუკუნეებია ერთად მოვდივართ, სამაგალითოა ასეთი კეთილმეზობლური ურთიერთობა, ჩვენი მეგობრობა. ეს ყველაფერი არაერთ საკითხში გამოიხატება. დღეს ჩვენი ურთიერთობები ძალიან მჭიდროა, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული მიმართულებით. თითქმის ერთად გამოვცადეთ 20-იან წლებში დამოუკიდებლობის დაკარგვა და შემდეგ აღდგენაც, თითქმის ერთობლივად მოხდა, ერთნაირი იყო კონფლიქტური სიტუაციებიც და ერთად დავიწყეთ ფეხზე დადგომა, განვითარება. თითქმის თვე არ გავა, არ იყოს მთავრობებს შორის ურთიერთობები, ან ჩვენი მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი, გაცვლა-გამოცვლა. საკმაოდ ბევრი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოში, ის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. საქართველოს დიდი ინტერესია, რომ რეგიონში არსებობდეს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენი მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, ეკონომიკური და ურთიერთსასარგებლო საკითხები გვაღელვებს, დიდი შესაძლებლობები არსებობს, რომ რეგიონში მეტი განვითარება ჰპოვოს შუა დერეფნის თემამ, რომელიც მსოფლიოში ყველასთვის არის ცნობილი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოს მოტივაციაა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს რეგიონში არსებული გამოწვევები, დამყარდეს სრულყოფილი და გრძელვადიანი მშვიდობა, განისაზღვროს დიდი მოთამაშეების როლი.

„ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, ის სამაგალითოა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის. აღარ ვსაუბრობ, რამდენი აზერბაიჯანელი ცხოვრობს საქართველოში და მათი დიდი წვლილიც არის, რომ საქართველო დღეს განვითარების ასეთ ეტაპზეა. მე პირადად აზერბაიჯანელებთან, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვარ გაზრდილი, ბევრი მეგობარი მყავს, ერთად მოვდივართ, როგორც ქვეყნები და რაც მთავარია, კავკასიელები ვართ, ვიცავთ ღირებულებებს, მეგობრობას, ოჯახის სიწმინდეს და გვაქვს დამოკიდებულებები, რომელიც შეგვიძლია, სხვას გავუზიაროთ. მაგალითად, ევროპაზე გვქონდა საუბარი და სწორედ ჩვენი მეგობრობა მაგალითი შეიძლება გახდეს სხვებისთვის და რეგიონი იყოს მიმზიდველი, რადგან ამ ძლიერ ქვეყნებში ასეთი ძლიერი ხალხი ცხოვრობს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, რეგიონულ პროცესებში სომხეთის უნდა იყოს ჩართული.

„ჩვენი ყველას ინტერესია სამშვიდობო პოლიტიკა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და რეგიონი გავხადოთ ყველაზე მიმზიდველი. ჩემი ამბიციაა და დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანელების ამბიციაც იქნება, რომ რაც ეკუთვნის კავკასიას, ამ მშვენიერ, ძველ ქვეყნებს, იმის შესაბამისი იყოს განვითარებაც. ამის ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს. ჩვენი ურთიერთობები გრძელდება“, – განახადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ახსენა და თქვა, რომ ის არის სამაგალითო, მისაბაძი ლიდერი და კოლეგას წარმატება უსურვა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740247834

საქართველო

მიხეილ ყაველაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ხედვები შეიცვალა, იმ პროცესის ნაწილი გახდა, რომელიც საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი ჩამოგდების პროცესთან არის თანხვედრაში

 საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუშიგანაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხედვები შეიცვალა, იმ პროცესის ნაწილი გახდა, რომე...

ყაველაშვილი

1740242051

მსოფლიო

23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

 23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) სამი ძირითადი კონკურენტი ჰყავს: ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU-CSU), ულტრამემარჯვენე...

გერმანია

1740241942

მსოფლიო

მედვედევი კიევს: გამოაცხადეთ არჩევნები და კაპიტულაციისთვის მოემზადეთ

 „კიევის რეჟიმის ერთ-ერთი გზა არის არჩევნების გამოცხადება და კაპიტულაციისთვის მომზადება,“ - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ᲐᲛᲔᲠᲘᲙ...

მედვედევი

1740240956

საქართველო

პიმენ ყურაშვილი: საქართველო უნდა იდგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე, სიმართლის სადარაჯოზე და ეს ძალიან კარგად აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ, არავის დაუთმო და ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარი არის საქართველო უპირველეს ყოვლისა

 საქართველო უნდა იდგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე, სიმართლის სადარაჯოზე და ეს ძალიან კარგად აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ, არავის დაუთმო და ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარი არის საქართველო უპირვე...

პიმენ ყურაშვილი

1740238883

მსოფლიო

რობერტ ფიცო - ზელენსკის სჭირდება ომი, რადგან ვიდრე ის გაგრძელდება, დემოკრატიული არჩევნები, რომლისაც მას განსაკუთრებით ეშინია, არ შეიძლება ჩატარდეს

 ვოლოდიმირ ზელენსკის სჭირდება ომი, რადგან ვიდრე ომი გაგრძელდება, დემოკრატიული არჩევნები, რომლისაც მას განსაკუთრებით ეშინია, არ შეიძლება ჩატარდეს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფი...

რობერტ ფიცო