ომბუდსმენის ანგარიში: მიმდინარე წელს 13 ქალის მკვლელობისა და 20 მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა შეაჯამა.
მან სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა.
ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიამ არაპროპორციული გავლენა მოახდინა ქალებსა და გოგოებზე.
სახალხო დამცველის თქმით, მიმდინარე წელს 13 ქალის მკვლელობისა და 20 მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა. მოკლულთაგან 5 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა.
"ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე პრობლემად რჩება როგორც პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, ისე კონკრეტული შემთხვევების ეფექტიანად მართვა.
ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით პრობლემად რჩება ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გატარება, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სისტემის გაუმჯობესება და ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობების შექმნა.
კვლავ საგანგაშოა ფემიციდის სტატისტიკა, 2021 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი - სექტემბერი) 13 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 5 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, ხოლო 8 შემთხვევაში - სხვა მოტივი. მიმდინარე წელს, ასევე 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგანაც ოჯახური დანაშაულის ნიშნით 11 ფაქტი იყო ჩადენილი.
საგანგაშოა, რომ ლგბტ+ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა კვლავ საფრთხის ქვეშ დგას, რასაც გასულ წელს მათზე განხორციელებული თავდასხმებიც ცხადყოფს. თითქმის ყოველდღიურ ხასიათს იძენს ლგბტ+ ადამიანების უფლებებზე მომუშავე პირთა მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ოფისების დაზიანება და სხვა სამართალდარღვევები",- ნათქვამია ანგარიშში.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების თავისუფლება, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უკანონო დაკავებების პრაქტიკა და დევნილი ოჯახების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებათა დაცვა.
ომბუდსმენმა ასევე მიმოიხილა სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვებსა და ხანდაზმულებზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებები და აღნიშნა, რომ მდგომარეობა არც ამ მიმართულებით გაუმჯობესებულა.
ამ თემაზე სიახლეები:
🔲 პოლიციამ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე გახსნა - დაკავებულია სამი პირი
🔲 ხელვაჩაურში კაცმა ცოლ-შვილი მოკლა და თავი მოიკლა
🔲 თურქმა მამაკაცმა ბათუმში ქალი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...
1741011697
მსოფლიოგერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...
1741010539
მსოფლიოტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...
1741006710
ახალი ამბები„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი
ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...
1741005544
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...