ორჯერადად აცრილებში კოვიდით გარდაცვალება არ გვაქვს - გამყრელიძე ვაქცინებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის დასრულების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ აცრებზე გადის, რის გამოც ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.
ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიყენონ შესაძლებლობა და აიცრან. გამყრელიძის თქმით, დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს.
„აცრების მაჩვენებლის კუთხით დღეში თანდათან ვცილდებით 5 000-იან ზღვარს. დღესაც დაახლოებით 6 000-მდე აცრაა დაგეგმილი, თუმცა ეს თანდათან უნდა გაფართოვდეს. ყოველდღიური აცრის ეს მაჩვენებელი ცოტა არ არის, მაგრამ არც იმდენი, რაც ჩვენ გვსურს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, ვიყოთ მეტად აქტიური, რადგან პანდემიის დასრულების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ აცრებზე. წელს ჩვენ უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი, რათა წერტილი დავუსვათ ყოველდღიურ გარდაცვალების შემთხვევებს, ვირუსის ახალ შემთხვევებს და საერთოდ ეპიდემიას ქვეყანაში. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, ვიყოთ უფრო აქტიურები. დღეს ვაქცინების მიწოდება გაცილებით სჭარბობს მოხმარებას. იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ ვაქცინების დეფიციტური ხარჯვა გვქონდა, დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს. პორტალზე გახსნილია 100 000-მდე ადგილი და დაჯავშნილია მხოლოდ და მხოლოდ 30-35 ათასის ფარგლებში. ანუ, მიწოდება დაახლოებით სამჯერ სჭარბობს მოთხოვნილებას. ამიტომ, გთხოვთ, ვიაქტიუროთ. ფართოვდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ამიტომ ჩემი თხოვნაა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის სიკეთე, რასაც სახელმწიფო აძლევს მოსახლეობას. ჩავიტაროთ ვაქცინაცია. ჩვენი სამოქალაქო ვალდებულებაა, ვიყოთ აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი განცხადებით, კორონავირუსზე ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. როგორც გამყრელიძე აცხადებს, მოქალაქეებისთვის ეს მნიშვნელოვანი გზავნილია.
„მალე გამოქვეყნდება მონაცემები, რომ ორჯერადად აცრილებში კოვიდით გარდაცვალება არ გვაქვს. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია. გთხოვთ, ვიყოთ მეტად მობილიზებული. ივლისი-აგვისტო-სექტემბერი არის მნიშვნელოვანი თვეები, რა დროსაც აცრების მაჩვენებლის კუთხით ჩვენ მაქსიმალურ სამიზნეებზე უნდა გავიდეთ. ვაქცინების დეფიციტი ქვეყანაში არ არსებობდა გთხოვთ, ამ საშუალებით ვისარგებლოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად დავძლევთ ამ ძალიან დიდ გამოწვევას“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ქვეყანაში ბოლო 24 საათის მონაცემებით, სულ აცრილია 283 631 პირი.
1741010539
მსოფლიოტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...
1741006710
ახალი ამბები„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი
ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...
1741005544
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...
1741003361
საზოგადოებაეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური ონლაინგამოფენა მიუძღვნა
კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, სპორტული კომენტატორის, ეროსი მანჯგალაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მიუძღვნა. საქართველოს ეროვ...
1741001817
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: სამი წლის განმავლობაში უამრავი სირთულე გავიარეთ და საქართველოს მოქალაქეებს ეს ყველაფერი კარგად ახსოვთ, ჩვენი პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა უალტერნატივოა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა უალტერნატივოა. მაჭავარიანის თქმით, „ქართულ ოცნებას“ რომ გადაედგა ის ნაბი...