რომელი ქვეყნიდან შემოვიდა საქართველოში ყველაზე მეტი ფული ნოემბრის თვეში?

2021 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 207.3 მილიონი აშშ დოლარი (650.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22%-ით (37.4 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ნოემბერში ყველაზე მეტი 34.4 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილები რუსეთიდან შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8%-ით აღემატება.
გასულ თვეში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილები საქართველოში შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:
რუსეთი - 34.4 მილიონი აშშ დოლარი.
იტალია - 32.1 მილიონი აშშ დოლარი.
აშშ - 24 მილიონი აშშ დოლარი.
საბერძნეთი - 19 მილიონი აშშ დოლარი.
ისრაელი - 17 მილიონი აშშ დოლარი.
გერმანია - 10.9 მილიონი აშშ დოლარი.
ყაზახეთი - 9.3 მილიონი აშშ დოლარი.
თურქეთი - 8.3 მილიონი აშშ დოლარი.
უკრაინა - 7.5 მილიონი აშშ დოლარი.
აზერბაიჯანი - 7.2 მილიონი აშშ დოლარი.
მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.8 მილიონი აშშ დოლარი (99.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ნოემბრის (21.9 მილიონი აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 45.3%-ით მეტია.
2021 წლის ოქტომბერში 13.7%-ით მეტი ფული გადმოირიცხა - ყველაზე მეტი გზავნილი ქვეყანაში, იტალია, საბერძნეთი და გერმანიიდან შემოვიდა.
საზღვარგარეთ დასაქმებულების მიერ საქართველოში გამოგზავნილი თანხებით საქართველო მსოფლიოში მე-17 ადგილზეა-ინფორმაციას ამის შესახებ ფორბსი ავრცელებს
დღის სხვა ამბები:
🔵 ნუ ელოდებით “მაგიურ” წამალს, ან, „უკვდავების ელექსირს“ - გიორგი ფხაკაძე
1741010539
მსოფლიოტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...
1741006710
ახალი ამბები„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი
ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...
1741005544
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...
1741003361
საზოგადოებაეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური ონლაინგამოფენა მიუძღვნა
კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, სპორტული კომენტატორის, ეროსი მანჯგალაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მიუძღვნა. საქართველოს ეროვ...
1741001817
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: სამი წლის განმავლობაში უამრავი სირთულე გავიარეთ და საქართველოს მოქალაქეებს ეს ყველაფერი კარგად ახსოვთ, ჩვენი პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა უალტერნატივოა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა უალტერნატივოა. მაჭავარიანის თქმით, „ქართულ ოცნებას“ რომ გადაედგა ის ნაბი...