„რუსეთის განცხადებების მიუხედავად, საქართველომ ნატო-ში ინტეგრაციის მიზნით მწყობრი ნაბიჯები უნდა გააგრძელოს“

რუსეთის განცხადებების მიუხედავად, საქართველომ ნატო-ში ინტეგრაციის მიზნით მწყობრი ნაბიჯები უნდა გააგრძელოს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ გვესმის ეს განცხადებები, ეს განცხადებები ახალი არ არის და ხშირად მოგვისმენია. რუსეთის ფედერაციის მხრიდან განსაკუთრებით გამწვავდა ეს განცხადებები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, თუმცა, ამავე დროს, ჩვენ ვიხილეთ ძალიან მკაფიო განცხადებები ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორების მხრიდან. ასევე, აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან.
თქვენ გუშინ იხილეთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება. ეს ასეა! თუკი იმ შეთანხმებების, რომელიც არის დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტურ პრინციპებზე გადახედვა მოხდა, მთლიანად ჩამოინგრევა საერთო, ევროპული, ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემა.
ეს არის რასაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს და ამას უნდა დაუპირისპირდეს ჩვენი ნატოელი და ევროპელი პარტნიორების ერთიანი პოზიცია. მე კმაყოფილი ვარ იმ რეაქციით, რა რეაქციაც მოყვა იმ განცხადებებს ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ მოვისმინეთ ასევე სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება. ასევე, ნატოს გენერალური მდივნის განცხადება.
ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ნატო არის უნიკალური ორგანიზაცია, რომელიც პრინციპებზეა დაფუძნებული, რომელიც დაფუძნებულია წესდებებზე და მის წესდებაში პირდაპირ წერია, მე-10 პუნქტში,რომ ქვეყანა, რომელიც ნატო-ს კრიტერიუმებს ასრულებს და აქვს ნატო-ში ინტეგრაციის სურვილი, ის შეუერთდება ნატო-ს, მაშინ, როცა ეს კრიტერიუმები იქნება დაკმაყოფილებული და ნატო-ში შიგნით იქნება კონსენსუსი.
მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, მიუხედავად იმისა, რა განცხადებებიც არ უნდა გვესმოდეს, ის მწყობრი ნაბიჯები რაც გვაქვს, უნდა გავაგრძელოთ და ამან არ უნდა მოგვადუნოს. უნდა ვიყოთ მზად მომენტისთვის, როცა პოლიტიკური მომენტი დადგება. ისტორიაში ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს“, - განაცხადა ზალკალიანმა.
10 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ აუცილებელია, ოფიციალურად მოხდეს უარყოფა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების.
ოფიციალურ კრემლს ასევე სურს, დაუყოვნებლივ გაუქმდეს ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან.
ამავე თემაზე:
1740840318
ახალი ამბები„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...