"სახელმძღვანელოს არ აქვს პროპაგანდისტული ფორმა, მაგრამ ეშმაკი, რომ დეტალებში იმალება?" - ისტორიკოსი მე-9 კლასის სახელმძღვანელოს შესახებ

„დანამდვილებული ინფორმაცია მაქვს, განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოს ამ ნაწილის შექმნაში უხეშად ერეოდა“, - ასე ეხმაურება ისტორიკოსი ბექა კობახიძე საქართველოს და მსოფლიოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოს შესახებ გამართულ დისკუსიას ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ისტორიკოსის თქმით, ავტორთათვის ეს ჩარევა უხეში იყო, მაგრამ ნეიტრალური ან ანტინაცი მკითხველისთვის შეუმჩნეველი.
„საგარეო ასპარეზზე ვარდების ხელისუფლების მიღწევები, ხავერდოვნად და სიტყვების თამაშით არის მოპარული. მაგალითად, შევარდნაძეზე უშუალოდ და პიროვნულად წერია რომ მის დროს მოხდა არაერთი საგარეო პოლიტიკური გარღვევა (fair enough).
სააკაშვილზე წერია რომ 2004 წელს ევროკავშირმა ახალი სამეზობლო სტრატეგია შეიმუშავა (ეს ევროკავშირმა შეიმუშავა და არა საქართველომ მიაღწია). დაიწყო ნატოსთან ინტენსიური თანამშრომლობაო და იქვე ფრჩხილებში წერია რომ განაცხადი შევარდნაძემ გააკეთა;
ივანიშვილზე წერია რომ განაგრძო პროდასავლური კურსი და ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ აქ უკვე აღარ წერია ფრჩხილებში რომ ეს შეთანხმება სააკაშვილის დროს მომზადდა.
აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ სიტყვა არაა ნახსენები ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაზე, რუსეთის ბაზების გაყვანაზე, ბუქარესტის სამიტის ჩანაწერზე რომ საქართველო ნატოს წევრი გახდებოდა და თუ გნებავთ ბუშის ვიზიტზეც, რადგან ამ დონის ვიზიტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ განხორციელებულა.
დაპყრობილში კი ბატონო, ჩამოდიოდნენ რუსეთის იმპერატორები და სკკპ გენსეკები.
ვარდების რევოლუციისგან მოპარულია ეკონომიკური და სოციალური მიღწევები, მოდერნიზაციის შედეგები.
ჩემი აზრით, სამართლიანად ერთ აბზაცში არის ჩატეული ვარდების ხელისუფლებისადმი მიმართული კრიტიკა და იქ ყველაფერი ნორმალურად წერია, მაგრამ ვარდების ხელისუფლების მიღწევები კრიმინალისა და კორუფციის დამარცხებამდე არის დაყვანილი. მეტი იქ არაფერი წერია.
სად გაქრა 70%-ით გაზრდილი ეკონომიკა? სად წავიდა თერთმეტჯერ გაზრდილი ბიუჯეტი და თორმეტჯერ გაზრდილი პენსია?
ქუჩაში რომ გახვიდოდი 2003 წელს და 2012 წელს ერთი და იგივეა? ამას არაფერი აღნიშვნა არ უნდოდა?
განა დაკარგეს ეს მომენტი. არ დაკარგეს და აი ნახეთ როგორ არის აღნიშნული.
ივანიშვილის სურათიან გვერდზე წერია შემდეგი:
“XXI საუკუნის საქართველოში კრიმინალური ვითარება გამოსწორდა. კორუფციაც მნიშვნელოვნად შემცირდა. ამან ეკონომიკის, სოციალური და კულტურული ურთიერთობების გაჯანსაღება გამოიწვია.
საქართველო ევროინტეგრაციის გზას დაადგა, რამაც მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების დაინტერესება გაზარდა. მათ საქართველოში სხვადასხვა საწარმოსა და სავაჭრო ორგანიზაციის დაარსება დაიწყეს.”
ამას მოსდევს ის რომ მეცენატი და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლით დემოკრატიზაციამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.
აი ესეც არის “მელკი ჟულიკობა”.
მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ზემოთ ციტირებულ აბზაცში ავტორს რეფლექსია ჰქონდა ვარდების რევოლუციაზე, მაგრამ სახელმძღვანელოში ეს გადასარევი ამბები ოცდამეერთე საუკუნეს დაჰბრალდა და არა ვარდების ხელისუფლებას.
ძალიან საკამათო ნარატივია გატარებული აგვისტოს ომზე.
ტალიავინის დასკვნაზე არის თხრობა აგებული. მე მაინტერესებს, ამ ნარატივს იზიარებს ქართული სახელმწიფო ან უნდა იზიარებდეს?
თხრობის მიხედვით, ოსი სეპარატისტები ესროდნენ ქართულ სოფლებს, მიშამ შეიყვანა ჯარები და მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდნენ რუსები.
როგორც ისტორიკოსი არა, როგორც მოქალაქე ვკითხულობ, ეს პოზიცია აქვს ქართულ მხარეს საერთაშორისო ასპარეზზე?
„ყველა სფეროს და ეპოქას თავისი სპეციალისტი ჰყავს. აუცილებელია სახელმძღვანელოს ავტორებმა ამ სპეციალისტებს წააკითხონ შესაბამისი თავები და ისე მიიტანონ გამომცემლობებამდე.
“ჩემი”, ანუ დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) თავიც წავიკითხე და აღმოვაჩინე არაერთი ფაქტოლოგიური შეცდომა. საერთოდ, არ მახსოვს ამ პერიოდზე უშეცდომო სახელმძღვანელო მენახოს.
უფასოდ წავიკითხავთ, არავის დავამადლით, ოღონდ მოიტანეთ ჩვენამდე ასევე წააკითხეთ შესაბამისი თავები შესაბამისი პერიოდების ისტორიკოსებს.
თქვენც მოიგებთ და ქვეყანაც”, - წერს ბექა კობახიძე.
სასკოლო სახელმძღვანელოში, საქართველოს და მსოფლიოს ისტორიის 9- ე კლასის მეორე ნაწილში, ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობაზეა საუბარი.
სახელმძღვანელოში ასევე საუბარია ვარდების რევოლუციისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ.
წიგნში გვხვდება, ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას ბიოგრაფიაც. წიგნში შეტანილია ცნობები ყოფილი პრეზიდენტების, ედუარდ შევარდნაძისა და ზვიად გამსახურდიას შესახებ.
ამავე თემაზე:
🔵 „ბიძინა ივანიშვილზე წიგნში არა ქველმოქმედი, არამედ „გველმოქმედი“ უნდა ეწეროს!“ - შალვა ნათელაშვილი
1741096076
მსოფლიოსერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს, დაშავებულია ორი დეპუტატი
სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს. დაშავებულია ორი დეპუტატი. მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს გულის შეტევა დაემართა და ამჟამად მისი მდგომარეობა...
1741096008
მსოფლიო„დროა, აშშ-მა დატოვოს ალიანსი“ - ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან - fox news
ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ იტყობინება. სენატორმა მაიკ ლიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი მსგავს იდეას. ლონდონში ნატოს მოკავშირე...
1741095905
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...
1741095859
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს
რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...
1741095797
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...