საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 29 იანვრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„საქართველოში, 2023 წლის დასაწყისიდან, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბლა ნარჩუნდება. 2024 წლის დეკემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 1.9%-ით გაიზარდა. ინფლაციის მიზნობრივ ფარგლებში შენარჩუნებას მეტწილად შიდა ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, ეროვნული ბანკის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგად გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია. ადგილობრივად წარმოებული პროდუქტებისა და მომსახურების ფასები, რომელთა ცვლილება შედარებით ხისტია და ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, დაბალი ტემპით იზრდება - წლიურმა ცვლილებამ დეკემბერში 2.2% პროცენტი შეადგინა. ამასთან, 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა ძლიერი იყო და იანვარ-ნოემბერში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა. ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალის გაუმჯობესებამ შეიტანა, რამაც ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი გარკვეულწილად შეარბილა. საგარეო ფაქტორებიდან, წინა წელთან შედარებით შემცირებული საწვავის ფასები ინფლაციას ამცირებს. თუმცა, მეორე მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე საკვები ნედლეულის მზარდი ფასები ადგილობრივ ბაზარს გარკვეულწილად გადმოეცა და წინა თვესთან შედარებით ინფლაცია მცირედით გაზარდა.

მიუხედავად ამ ტენდენციებისა, შიდა და გეოპოლიტიკური ტურბულენტობის ფონზე, გაურკვევლობა გაიზარდა, რაც სენტიმენტებზე ახდენს გავლენას. იმ შემთხვევაში, თუ არსებული გაურკვევლობა მოკლევადიან პერიოდში აღმოიფხვრება, ხოლო საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე მდგომარეობა შენარჩუნდა, 2025 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. შემდგომ, ნაწილობრივ საბაზო ეფექტის გავლენითაც, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საშუალოვადიან პერიოდში 3%-ის გარშემო დასტაბილურდება. ეკონომიკური ზრდა კი მის გრძელვადიან ტრენდს, 5%-ს დაუბრუნდება. მოვლენების მსგავსი, შესაძლო განვითარება ასახულია სებ-ის ცენტრალურ სცენარში და მეტწილად თანხვედრაშია ფინანსური ბაზრის ამჟამინდელ მოლოდინთან.

იმისათვის, რომ მაღალი გაურკვევლობის პირობებში წარმოქმნილი შესაძლო რისკები ოპტიმალურად მართოს, სებ-ი ცენტრალურ სცენართან ერთად სხვადასხვა სცენარსაც განიხილავს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, ერთი მხრივ, განიხილა მაღალინფლაციური რისკის სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. ეს რისკ სცენარი მოიაზრებს გაურკვევლობის ხანგრძლივად შენარჩუნებას, რაც გეოპოლიტიკურ მდგომარეობას მეტად გაამწვავებს. ამ რისკების რეალიზება გარე ფაქტორებიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს გაზრდის, ხოლო ეკონომიკურ ზრდას კი, მის გრძელვადიან ტრენდთან შედარებით, შეანელებს.

მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკის სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. ეს რისკ-სცენარი მოიაზრებს გეოპოლიტიკური მწვავე მდგომარეობის დეესკალაციას, რაც საგარეო ფაქტორებიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს შეამცირებს, ხოლო ეკონომიკურ ზრდას, შემცირებული სუვერენული რისკის პრემიის ფონზე, გრძელვადიან ტრენდთან შედარებით უფრო მეტად გაზრდის.

ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობისა და საპროგნოზო სცენარების ანალიზის შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის არჩევა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. რისკების მილევასთან ერთად, პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ 7%-იან დონემდე ეტაპობრივად ნორმალიზდება. თუკი, შემდგომ სხდომაზე, მაკროეკონომიკური მონაცემები რისკების უფრო ინფლაციურ ან დისინფლაციურ რეალიზებას გამოკვეთს, კომიტეტი შესაბამისი სცენარისკენ გადაიხრება.

ნებისმიერ შემთხვევაში, სებ-ი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3%-თან ახლოს იქნება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 12 მარტს ჩატარდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738248558

საქართველო

გამოცემა „ფორბსი“ Eagle Hills-ის მიერ საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის შესახებ წერს

გამოცემა „ფორბსი“ Eagle Hills-ის მიერ საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის შესახებ წერს. როგორც გამოცემის სტატიაშია აღნიშნული, Eagle Hills-მა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრო...

ირაკლი კობახიძე

1738247180

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ვერ შეძლებენ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირა...

ირაკლი კობახიძე

1738246238

სპორტი

პორტუგალიურმა კლუბმა ოთარ მამაგეიშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონის კლუბმა, „ფამალიკაომ“ ოთარ მამაგეიშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა – 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.  „ოთარ მამაგეიშვილი...

ოთარ მამაგეიშვილი

1738246172

მსოფლიო

ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განვითარებული მოვლენების გამო პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება შეაჩერა

ისრაელის მხარემ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება შეაჩერა ხან იუნისში, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განვითარებული ქაოსური მოვლენების გამო. მედიის ცნობით, ავტობუსებს, რომელთაც პატიმრები გადაჰყავდა...

ბავშვი

1738245556

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე: ევროსაბჭოს ასამბლეაში მიღებული რეზოლუცია საქართველოს დამორჩილებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ევროსაბჭოს ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მედიასთან აფასებს. „ყველა არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იქნას არჩევნები ლეგიტიმუ...

დიმიტრი ხუნდაძე