საქართველოში ემიგრანტებს უფრო მეტი ფული შემოაქვთ, ვიდრე უცხოელ ინვესტორებს

საქართველოში ემიგრანტებს უფრო მეტი ფული შემოაქვთ, ვიდრე უცხოელ ინვესტორებს.
უცხოეთიდან გადმორიცხვების რეკორდული მაჩვენებელი გასულ წელს დაფიქსირდა - 1,886 მლრდ აშშ დოლარი. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი მაღალი იქნება მიმდინარე წელსაც, რადგან 7 თვის განმავლობაში ქვეყანაში ემიგრანტებმა უკვე 1,291 მლრდ აშშ დოლარი გამოგვიგზავნეს.
ის ფაქტი, რომ ფულადი გზავნილების მაჩვენებელი მაღალი ტემპით იზრდება, იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოსახლეობა პერსპექტივას არა საქართველოში, არამედ სხვა ქვეყანაში ეძებს, მათ შორის, შემოსავლების თვალსაზრისითაც.
აქ ყველაზე საინტერესო ის გარემოებაც არის, რომ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ემიგრანტებს უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოაქვთ საქართველოში, ვიდრე ამას უცხოელი ინვესტორები აკეთებენ.
2018 წელს ქვეყანაში ჯამში 1,317 მლრდ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ამავე პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობამ 1,580 მლრდ დოლარი შეადგინა.
2019 წელს უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1,336 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა ფულადი გზავნილები 1,933 მლრდ დოლარი იყო.
უკვე 2020 წელს, პანდემიის პირობებში ინვესტიციების შემოდინების მოცულობამ რადიკალურად იკლო და 572 მლნ დოლარი შეადგინა და ეს მაშინ, როცა ფულადი გზავნილები რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და 1,886 მლრდ დოლარი შეადგინა. ვითარება არც მიმდინარე წელს შეცვლილა.
2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 132,2 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, იმავე პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა კი 499 მლნ დოლარი იყო.
წყარო: bpn.ge
ასევე საინტერესოა:
🔵 169 700 ადამიანს საქართველოს სესხი გაუძვირდა - რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტით გაიზარდა
1741024338
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ტერმინი გენდერი ამოდის ყველა საკანონმდებლო ხასიათის ნორმატიული აქტიდან, კანონიდან თუ სხვა ნებისმიერი ჩანაწერიდან - ასეთი ტერმინი საკანონმდებლო აქტებიდან საერთოდ გაქრება
ტერმინი გენდერი ამოდის ყველა საკანონმდებლო ხასიათის ნორმატიული აქტიდან, კანონიდან თუ სხვა ნებისმიერი ჩანაწერიდან - ასეთი ტერმინი საკანონმდებლო აქტებიდან საერთოდ გაქრება, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ...
1741022070
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სანქციებზე და ლიეტუვაზე გამახსენდა ომის დაწყებიდან 2 წლის თავზე გაირკვა, რომ ლიეტუვა, თურმე, რუსეთში ექსპორტირებული ღვინით მსოფლიოში ნომერი პირველი ქვეყანა გამხდარა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოსთვის სანქციების დაწესების თემას ეხმიანება. „სანქციებზე და ლიეტუვაზე გამახსენდა. ეს პროვოკაციული პოსტი, ლიეტუვის მაშინდ...
1741020226
ახალი ამბებიჩოხატაურის მერი - ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, ეს არის ბინძური ტყუილი - ცხელ ხაზზე მსგავსი შეტყობინება საერთოდ არ დაფიქსირებულა, მედიკამენტების ყველა მოთხოვნაზე მერია დაუყოვნებლივ რეაგირებს
რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს თოვლში ჩარჩენილმა, პარკინსონით დაავადებულმა ხანშიშესულმა მამაკაცმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეკა და ითხ...
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...