საქართველოსთან უნდა გამოვიყენოთ „მათრახისა და თაფლაკვერის“ პოლიტიკა და დავრწმუნდეთ, რომ მათ სწორად ესმით, ეს მათრახი რას ნიშნავს-ვიოლა ფონ კრამონი

 ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართებით, უნდა გამოიყენონ„მათრახისა და თაფლაკვერის“ პოლიტიკა. ვროპარლამენტარი იქვე დასძენს, რომ  ქვეყნებს შორის დიფერენციაცია საჭიროა, რადგან ზოგიერთი ქვეყანა რეფორმებისა და დასავლური ორიენტაციის საკითხებში უფრო წინ არის, ვიდრე სხვები.

„უკრაინიდან ახლად დაბრუნებულმა უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ არსებული ასოცირების შეთანხმების შესრულებისგან. ჩვენ, პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან საქართველო და უკრაინა, იმუშავებენ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე უფრო ამბიციურად, ვიდრე ეს გასულ თვეს გააკეთეს. ვხედავ, რომ გარდა წევრობის პერსპექტივისა, რომელიც გულახდილად რომ ვთქვა, არც ისე რეალისტური ჩანს; ვიცი, რომ არ მოგეწონათ ესტონეთის პრეზიდენტის კომენტარი, მაგრამ იქნებ ამაზე საუბარი საჭირო იყო. მაგრამ მართალი ხართ, ჩვენ ისინი ბორტზე უნდა შევინარჩუნოთ და აღმოსავლეთ პარტნიორობასთან ერთად ჩვენ მათ კიდევ რამე უნდა შევთავაზოთ. უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა, ვფიქრობ, ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია. მეორეს მხრივ, უკრაინასა და საქართველოში, მმართველ ელიტაში ვხედავ ინტერესის ნაკლებობას, როგორ დავძლიოთ ეს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი.

ვუყურებ რა ზელენსკის საგარეო პოლიტიკის პორტფოლიოს, ის ეყრდნობა თურქეთს დაახლოებით ისე, როგორც ევროინტეგრაციას. ის ცდილობს სავაჭრო ურთიერთობის გაფართოებას ჩინეთთან ისეთი რაოდენობით, რა რაოდენობითაც სხვებთან. ცოტა არ იყოს, ეს უფრო კომპლექსური და უხერხული საკითხია, ვიდრე წინა მთავრობებთან იყო. როდესაც უკრაინასთან პარტნიორობაზე ვსაუბრობ, ვფიქრობ, უფრო ღიად უნდა ვისაუბროთ. საქართველოსთან უფრო და უფრო რთული ხდება ბოლო კვირებში და თვეში. როგორ შეგვიძლია, ამას თავი ავარიდოთ? არ ვთლი, რომ ამას წინააღმდეგობა მათი თავიდან აცილებით უნდა გავუწიოთ, უნდა გამოვიყენოთ „მათრახისა და თაფლაკვერის“ პოლიტიკა და დავრწმუნდეთ, რომ მათ სწორად ესმით, ეს მათრახი რას ნიშნავს. არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ ზუსტად გაიგეს, რას ვგულისხმობთ ჩვენ“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ემიგრანტების გადმორიცხული თანხებით საქართველო მე-17 ადგილზეა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741018163

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...

სოზარ სუბარი

1741015622

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული

საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...

გიორგი ვოლსკი

1741013705

ახალი ამბები

გურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა

 გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...

გურია

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი