შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ მხარდაჭერა საქართველოს სურვილის მიმართ, გაწევრიანდეს ნატო-ში

საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა.
დღესვე, შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა რა გეგმები აქვს, საქართველოს პარლამენტს საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიაზე, ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ასევე, საქართველოს სურვილის მიმართ, გაწევრიანდეს ნატო-ში და კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა.
„საქართველო-ნატოს კომისიაზე, კიდევ ერთხელ, ჩვენ ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე, საქართველოს სურვილის მიმართ, გაწევრიანდეს ნატო-ში და კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა და ის, რომ საქართველო გაწევრიანდება ნატო-ში. მნიშვნელოვანია, რომ მალე გაიმართება ნატო-ს სამიტი მადრიდში, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იქნება ნატო-ს ახალი სტრატეგია და საქართველოც მონაწილეობს ამ სტრატეგიის შექმნაში. საკუთარი წინადადებების წარმოდგენაც შემოგვთავაზეს. ვფიქრობ, ამ კუთხით მნიშვნელოვანი იქნება ეს სტრატეგია, რათა მასში აისახოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ისევე როგორც ასპირანტი ქვეყნებისა და იმ ქვეყნების, რომლებსაც სურთ ნატო-ში გაწევრიანება, პერსპექტივის კიდევ ერთხელ დადასტურების და კონკრეტული გზავნილების კუთხით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ასევე საინტერესოა:
🔵 პუტინს რუსეთის მმართველი პარტია მიმართავს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს იარაღით დაეხმაროს
1741971621
მსოფლიოკანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა
კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...
1741969756
მსოფლიოუკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...
1741968663
საზოგადოებამარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...
1741967694
საზოგადოებაფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი
წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...
1741965225
საზოგადოებაავარია ლანჩხუთში - დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი
ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარ...