სოზარ სუბარი: დონორებს ვაფრთხილებთ, ნუ წაახალისებენ და დააფინანსებენ იმას, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და დანაშაულია

„დანაშაულის წახალისების უფლება არავის არ აქვს და სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო შალვა პაპუაშვილის განცხადება მიმართული დონორის, ანუ ევროკავშირის მიმართ“, - ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, არავინ არავის სარედაქციო დამოუკიდებლობაში არ ერევა, თუმცა, დონორებს აფრთხილებენ, რომ ნუ წაახალისებენ და დააფინანსებენ იმას, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და დანაშაულია.
„აქვე გავიხსენებ, რომ როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონს ვიღებდით, ჩვენი ოპონენტები, მათ შორის - „ენჯეოები“, პოლიტიკური პარტიები და ჟურნალისტების ნაწილი, გვეკითხებოდნენ, რომ როგორ, საქართველოში დონორები ძირითადად ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები არიან და თქვენ ამბობთ, რომ ისინი ცუდ რამეებს აფინანსებენ ქვეყანაშიო? მაგრამ, როცა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, მან და მისმა ადმინისტრაციამ ზუსტად ის თქვეს, რასაც ჩვენ ვამბობდით.
არავის სარედაქციო დამოუკიდებლობაში არავინ ერევა, თუმცა, დონორებს ვაფრთხილებთ, რომ ნუ წაახალისებენ და დააფინანსებენ იმას, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და არის დანაშაულის წაქეზება“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
1741705058
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს უსამშობლო აგენტების გაერთიანებასთან საქმე, რომლებიც თავისით ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. რა დავალებასაც მიიღებენ თავიანთი დამკვეთებისგან, მას შეასრულებენ
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობა - არ მონაწილეობას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს უსამშობლო აგენტების გაერთიანებასთან საქმე, რომლებიც თავისით ვერ ი...
1741703498
მსოფლიოთეთრი სახლი: პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა
თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ „50 გამარჯვების სია“ გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ მიღწევად წერია, რომ მან უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა. „პრეზიდ...
1741703454
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე, მით უფრო ჯანსაღად განვითარდება ქვეყანა იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები
ყველა გუნდს სჭირდება ოპონირება, ოღონდ ოპონირება უნდა იყოს ჯანსაღი და არა აგენტურული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, რომელიც...
1741702225
საზოგადოება11-12 მარტს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფ...
1741701596
საზოგადოებაპაკისტანელმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს
პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში შეიარაღებულმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს, მძღოლი კი დაშავდა. ამის შესახებ AFP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც უცხოუ...