"ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, 38 სოფელში დაახლოებით 4 ათასამდე ადამიანი აიცრა" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, 38 სოფელში დაახლოებით 4 ათასამდე ადამიანი აიცრა.

"38 სოფელში გაიმართა ვაქცინაციის მარათონი და დაახლოებით 4 ათასამდე ადამიანი აიცრა. ახლა ამ მარათონის სახეცვლილება წარვადგინეთ წინა საბჭოზე. ამ სახე ცვლილებაში გახლავთ სამი მიმართულება: ეს არის ორი მუნიციპალიტეტი (გურჯაანი და ოზურგეთი) სადაც გვინდა სწრაფად, ერთი თვის განმავლობაში გავიდეთ 60%-იან მოცვაზე. ხშირად მეკითხებიან რატომ ავარჩიეთ ეს მუნიციპალიტეტი.... იქ ახლად არჩეული მერები ჩვენი კოლეგები არიან და კარგად ესმით იმუნიზაციის მნიშვნელობა. მეორე მიმართულება ეს არის 10 დიდი ქალაქში ძლიერი საკომუნიკაციოა კამპანია და ასევე სამი რეგიონი - თბილისი, აჭარა და რაჭა-ლეჩხუმი, სადაც გვინდა წელს აუცილებლად 60%-იანი მოცვა გვქონდეს",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 103-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 032 939 აცრა გაკეთდა.

ამავე თემაზე:

🔲 ამირან გამყრელიძე "ფაიზერის" ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა

🔲 საქართველოში კორონავირუსს კიდევ 77 პაციენტი ემსხვერპლა, დაინფიცირდა 4 445 პირი

🔲 გასულ 24 საათში კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 7 103-მა ადამიანმა გაიკეთა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741081497

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ, ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, არ არიან დაინტერესებულები, უკრაინაში ეს ომი დასრულდეს

„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ - ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ისინი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან და არ არ...

ლევან მაჭავარიანი

1741081056

ახალი ამბები

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამუშაობი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტ...

თბილისის ავარია

1741079387

საზოგადოება

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც აშშ-ის ფლოტში ყველაზე დიდ გემს გაუწევს კონკურენციას

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველაზე დიდ გემს ამერიკის ფლოტში – ამის შესახებ აღნიშნულია „ენბისი ნიუსის“ სტატიაში. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, გ...

ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდი

1741078518

საზოგადოება

ლევან მახაშვილი - მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია

მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვ...

ლევან მახაშვილი

1741077851

ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდ...

ააა