ამირან გამყრელიძე "ფაიზერის" ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა

"ფაიზერი" გავიკეთე ხალხის დასარწმუნებლად, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც იგი „ფაიზერის“ ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა.

მისი თქმით, ქვეყანაში ბევრი ჭორია, თითქოს ვაქცინას ვადა გაუვიდა.

"სპეციალურად გავიკეთე „ფაიზერი“, რადგან ხალხი დავაწმუნო, ბევრი მოარული ჭორია სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ ფაიზერს ვადა გაუვიდა და ასე შემდეგ. მინდა, განვაცხადო, ზოგადად აგვისტოს შემდეგ, აგვისტოში იყო ეს დადგენილება „ფაიზერისა“ და ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის, რომ „ფაიზერი“, რომელიც წლის პირველ ნახევარში ადმინისტრირდებოდა, დაშვებული იყო „ფაიზერის“ ექვსთვიანი ვადა.

აგვისტოში შეცვალეს რეკომენდაციები და შესაბამისად, „ფაიზერს“ ვადა აქვს უკვე ცხრა თვე მისი გამოშვებიდან, თუ ინახება -60-დან -90 გრადუს ტემპერატურაზე.

გამოლღობის შემდეგ შეგიძლიათ, გამოიყენოთ 30 დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ მაცივრის ტემპერატურაში, 2-დან 8 გრადუსამდე. საქართველოში „ფაიზერს“ ვინახავთ სამ ადგილზე", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პირველი და მეორე დოზით „სინოფარმის“ 2021 წლის მაისში აიცრა. 

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 103-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 032 939 აცრა გაკეთდა.

ამავე თემაზე:

🔲 "ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, 38 სოფელში დაახლოებით 4 ათასამდე ადამიანი აიცრა" - ამირან გამყრელიძე  

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741071610

მსოფლიო

იაპონიაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანებულია სულ მცირე 84 სახლი

იაპონიაში, უკვე ერთი კვირაა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ქალაქ ოფუნატოს ტყეში დამწვარია 2 100 ჰექტარი. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, დაღუპულია ერთი ადამიანი, სულ მცირე 84 სახლია დაზიანებული, ხოლო 1 200...

იაპონიაშიაპონიაშ

1741070616

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მი...

ირაკლი კობახიძე

1741067507

ახალი ამბები

„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე

„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...

გიორგი ურუშაძე:

1741065872

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - Reuters

თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი ნათ...

დონალდ ტრამპი

1741064913

ახალი ამბები

„სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვების, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ“ - ლევან მაჭავარიანი

„როდესაც ეს მუხლი აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვებისა, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ და ყველა კარგად ხვდება ამ ადამიანებში ვინ იგულისხმ...

ლევან მაჭავარიანი