„ვინც „ომიკრონს“ მოუმზადებლად ხვდება, ამ ადამიანების 1%, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

მილიონ ნახევარი ადამიანი, რომელთა იმუნური სისტემა „ომიკრონს“ მოუმზადებლად ხვდება, ვაქცინაც არ უნდათ და ვირუსი არც გადატანილი აქვთ, ამ ადამიანების 1%, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება, - აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი.

როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა, „ომიკრონის“ დაფიქსირების შემთხვევაში, შეიძლება ინფიცირების გამოვლენილი ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბოს, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის სრული კატასტროფა იქნება.

„საბედნიეროდ, მიმდინარეობა მძიმე არ ჩანს, მაგრამ, ჯერჯერობით, როგორც ვხედავთ, არ არის იმაზე უფრო მსუბუქი, ვიდრე „დელტა“ ვარიანტთან მიმართებით. ამიტომ, სამწუხაროდ, კარგი პერსპექტივა არ გვაქვს.

ჩვენს მოსახლეობას არ მოსწონს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა - მილიონ ნახევარი ადამიანი, რომელთა იმუნური სისტემა „ომიკრონს“ მოუმზადებლად ხვდება, ვაქცინაც არ უნდათ და ვირუსი არც გადატანილი აქვთ, ამ ადამიანების 1%, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება.

ეს არის სამწუხარო რეალობა, რადგან ვერ დარჩება საქართველოში ვერც ერთი ადამიანი „ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბით, ის მოსახლეობის 99%-ს შეხვდება. გვექნება ვაქცინაცია ან გადატანილი იმუნიტეტი? სიკვდილიანობა და დაზიანება მინიმალური იქნება. შევხვდებით იმუნური სისტემის მომზადების გარეშე? მაშინ სამწუხაროდ, ათასი ინფიცირებულიდან 10 ადამიანი გარდაიცვლება. ეს არის სამწუხარო რეალობა. გამოსავალი არსებობს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაფიქრდეს ყველა და გადაწყვეტილება მიიღოს", - განაცხადა კულუმბეგოვმა.

როგორც კულუმბეგოვი ამბობს, „ომიკრონით“ ინფიცირების დროს საკმაოდ მაღალია რეინფიცირების შემთხვევები, ასევე ვაქცინით ორჯერ აცრილ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები. ამიტომ, აუცილებელია  ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება.

კარგი ინფორმაცია ის გახლავთ, რომ მესამე „ბუსტერის“ დამატების შემთხვევაში, დაცვის მაჩვენებელი თითქმის 75%-ს უტოლდება, როდესაც ორი ვაქცინის შემდეგ მხოლოდ 35%-ია. ამიტომ, ადამიანებმა რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა გაიკეთონ ვაქცინა, ან რაც შეიძლება სწრაფად, ვისაც ის ეკუთვნის, ვაქცინის ბუსტერული დოზა დაიმატონ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ წინ აღვუდგეთ ამ ინფექციის დამაზიანებელ მოქმედებას, რომელსაც ყველა შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა იგრძნობს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

რაც შეეხება „ომიკრონის“ სიმპტომებს, ალერგოლოგ-იმუნოლოგი განმარტავს, რომ მას ახასიათებს კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი.

„ეს სიმპტომები არის უფრო წინა პლანზე, რაც ნებისმიერი რესპირაციული დაავადებისთვის არის იდენტური. ერთადერთი შესაძლებლობა, ადამიანმა დაადგინოს, აქვს თუ არა ვირუსის ესა თუ ის ვარიანტი, არის ტესტირება. კლინიკური სიმპტომებით ვირუსული დაავადების ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია“,- განაცხადა კულუმბეგოვმა.

დღის სხვა ამბები:

🔵 ხმაური და დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოში (ვიდეო)

🔵 COVID 19: 46 გარდაცვლილი და 3 988 ახალი შემთხვევა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741011697

მსოფლიო

გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

 გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...

გერმანიაგერმანია

1741010539

მსოფლიო

ტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...

დონალდ ტრამპი

1741006710

ახალი ამბები

„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი

ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი

1741005544

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი

1741003361

საზოგადოება

ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური ონლაინგამოფენა მიუძღვნა

კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, სპორტული კომენტატორის, ეროსი მანჯგალაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მიუძღვნა. საქართველოს ეროვ...

ეროსი მანჯგალაძე