ზალკალიანი: ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევა არის მოულოდნელი და სამწუხარო გადაწყვეტილება
ვფიქრობ, ყველაფერი აუცილებლად დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობასაც იმსახურებს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევა არის მოულოდნელი და სამწუხარო გადაწყვეტილება.
„ეს გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელი იყო და სამწუხარო გადაწყვეტილება არის. გასაგებია, ეს ყველაფერი. მძიმე სიტუაციაში არიან ჩვენი უკრაინელი ძმები მეგობრები. ეს ყველაფერი მძიმე დაბომბვების ფონზე ხდება, თუმცა ვფიქრობ, რომ ომში მყოფი ადამიანები არიან. არ მინდა, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მათ მიმართ რაიმე პრეტენზიები გამოვთქვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში მექნება კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და აუცილებლად ყველა გამოვალთ ამ სიტუაციიდან ისე, როგორც შეეფერება ჩვენს ურთიერთობას და იმ მხარდაჭერას და სოლიდარობას რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ რუსეთის აგრესიის დაწყებამდე და აგრესიის შემდეგაც გადადგა ჩვენი მოძმე უკრაინის მიმართ. ამიტომ, ვფიქრობ, ყველაფერი აუცილებლად დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობასაც იმსახურებს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, უკრაინაში საქართველოს ელჩი და ქვეყანაში საქართველოს წარმომადგენლობა სრული შემადგენლობით რჩება ადგილზე, რაც მინისტრის შეფასებით, არის მხარდაჭერის დასტური.
„ჩვენი ელჩი ადგილზეა გააგრძელებს, ვიდრე არ ამოიწურება ეს ესკალაცია და შემდგომაც გავაგრძელებთ ნორმალურ ფუნქციონირებას, რომელიც ეკადრება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ იმ მცირერიცხოვან საელჩოების ფონზე, სულ რაღაც ჩამონათვალი არის ამ სიტუაციაში, ჩვენი საელჩოს წარმომადგენლობა სრული შემადგენლობით არის იქ და ეს არის ჩვენი მხარდაჭერის დასტური.
გვქონდა ჩვენ ურთიერთობა ელჩთანაც, რომლისთვისაც ჩვენი კომუნიკაციიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, ის რა თქმა უნდა, ინსტრუქციებს ექვემდებარება. უკრაინის საელჩოში დღეს ჩატარდა ბრიფინგი და იყო განცხადება გაკეთებული, მიუხედავად იმისა, რომ ის არის გაწვეული კონსულტაციებზე, ჩვენი ურთიერთობა გრძელდება, სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენთან შემოვიდა კიდევ ერთი თხოვნა უკრაინის საელჩოდან, რომ დავეხმაროთ მათ. ის დიპლომატები, რომელთა ევაკუაციაც ხდება მათთვის საქართველოში თავშესაფრის მიცემაში და ჩვენ ამას გავაკეთებთ ისევე, როგორც ეს გავაკეთეთ მყისიერად, როცა მაშინვე, როდესაც, დაიწყო რუსეთის აგრესია, გახსოვთ თქვენ, რომ მე პირველივე დღეს პრემიერ-მინისტრის დავალებით, შევხვდი უკრაინის ელჩს, მას გადავეცი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნებოდა იქ. ასი ტონა ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა, ასევე მაშინვე იყო თხოვნა მისი მხრიდან, რომ რუსეთის ფედერაციაში მყოფი დიპლომატები, რომლებიც გამოჰყავდათ მათ ევაკუაციის დროს, რათა მათთვის მიგვეცა თავშესაფარი საქართველოში და ეს ჩვენ გავაკეთეთ, ისევე როგორც მაშინ ამ სიტუაციაში როდესაც დღეს მიუხედავად იმისა, რომ ელჩი არის კონსულტაციებზე გაწვეული, ჩვენ ღირსეულად მოვიქცევით და არანაირი გადაწყვეტილება არ შეაფერხებს ამას. უკრაინელ დიპლომატებს, რომლებსაც გამოიყვანე, ჩვენ მივცემთ შესაბამის მზრუნველობას და თავშესაფარს საქართველოში“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ამასთან, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, ელჩის გაწვევა „არის ერთ-ერთი ფორმა დემარშის, რომელსაც მიმართავენ დიპლომატიური ურთიერთობის დროს“.
„ეს არ არის ყველაზე მწვავე ფორმა და ჩვენც გვქონია ასეთი შემთხვევა, ჩვენც გვყავდა გარკვეული პერიოდი ელჩი გამოწვეული უკრაინიდან, რაც იყო დაკავშირებული ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში, მისი როგორც უკრაინის მოქალაქის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის კუთხით. გახსოვთ, თქვენ საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ იყო მოწოდებები დაუმორჩილებლობაზე და ამან გამოიწვია, რომ ჩვენ ელჩი გამოვიწვიეთ კონსულტაციებზე და კონსულტაციების შემდეგ ის დაბრუნდა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, შემჭიდროვებულ ვადებში ელჩი ისე დაბრუნდება საქართველოში და ჩვეულებრივად გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობები ისე, როგორც შეესაბამება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას.
ვერ ვხსნი ამ გადაწყვეტილებას და მთელი დღის განმავლობაში მქონდა კომუნიკაცია ძალიან ბევრ ჩემს კოლეგასთან, ასევე იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური ურთიერთობის მსგავს კრიზისულ სიტუაციებში, ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამოცდილება და მართლაც რთული ასახსნელია. ძალიან გამიკვირდა, გამომდინარე იქიდან რომ მეჩვენება რომ ეს ყველაფერი თითქოს რაღაც ორკესტრირებულს ჰგავს და ის რა ქმედებებიც შემდგომ ამას მოჰყვა თბილისში და რასაც ვხედავთ, საზოგადოებაში ძალიან ბევრ კითხვას იწვევს ეს ყველაფერი. მართლაც გაოცებული ვარ, გაკვირვებული ვარ. დღეს ჩემს მოლდაველ კოლეგასთან მქონდა საუბარი ამ და სხვა თემებზე და მოგეხსენებათ, რომ მოლდოვასაც ჩვენი იდენტური პოზიცია აქვს იმავე სანქციებთან მიმართებაში, თუმცა მე ვერ ვხედავ იქ საზოგადოების ისეთ რეაქციას და მათი ოპოზიციური პარტიების ისეთ რეაქციას, რა რეაქციასაც ჩვენ ვაწყდებით აქ თბილისში. ეს ყველაფერი აჩენს ეჭვებს, რომ ეს ყველაფერი რაღაც კარგად ორკესტრირებული, კარგად დადგმული სცენარის მნიშვნელოვანი ეპიზოდია, რომელსაც ვისმენთ იქ, რა გზავნილები ჟღერდება და როგორ ცდილობენ ოპონენტები, რომ უკრაინის თემატიკა გამოიყენონ შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისთვის. ეს წარმოუდგენელია, ბევრ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მინახავს, მაგრამ ისე, რომ ეს კრიზისული სიტუაცია და უმძიმესი სიტუაცია იყოს გამოყენებული შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის ეს დაუჯერებელი რაღაცაა და ეს ალბათ მხოლოდ ჩვენი ფენომენია“, – განაცხადა ზალკალიანმა.
წყარო: პირველი არხი
ასევე საინტერესოა:
🔵 „მაიმუნი უმადური“ - რას წერს ზელენსკიზე თეა წულუკიანის ქმარი ნუგო კაკულია?!
1737049049
მსოფლიოსლოვაკეთში, ერთ-ერთ სკოლაში დანით თავდასხმა მოხდა - 2 ადამიანი დაიღუპა
სლოვაკეთის ჩრდილოეთში, ერთ-ერთ სკოლაში დანით შეიარაღებული პირი ორ თანაკლასელსა და მასწავლებელს თავს დაესხა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ბრალდებული 8 წლის ბიჭია. დაშავებულია 1 ადამიანი. თავდამსხმელი...
1737044553
ახალი ამბებიჯეიჰუნ ბაირამოვი: შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები ასეთი ღია და აგრესიული არასდროს ყოფილა, საქართველოში ეს ვნახეთ სამართლიანი არჩევნების, ჩვენთან კი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ
„ზოგიერთი დიდი სახელმწიფოების მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა არ არის ახალი ტენდენცია. ეს ისტორიაში ყოველთვის იყო. ახალი არის ის, რომ სავარაუდოდ, ასეთი ღი...
1737043252
სპორტი„ერთი ვარიანტი გოგლიჩიძეა“ - „იუვენტუსი“ ორ მცველს დაიმატებს
საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველი საბა გოგლიჩიძე, შესაძლოა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში „იუვენტუსში“ გადავიდეს. Sky Sport-ის ჟურნალისტი ლუკა მარკეტი იტყობინება, რომ „იუვენტუსი“ ორ ცენტრალუ...
1737040967
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. „როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტმა დეპუტატმა შეიტანა ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. ამ ინიციატივას...
1737037971
ახალი ამბებიაზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: მინდა, მაკა ბოჭორიშვილს მივულოცო საქართველოში წარმატებით ჩატარებული არჩევნების შედეგები, ახალი მთავრობის ჩამოყალიბება და მინისტრად დანიშვნა
„მინდა, მაკა ბოჭორიშვილს მივულოცო საქართველოში წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ახალი მთავრობის ჩამოყალიბება და მისი მინისტრად დანიშვნა“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის...