"15 ათასზე მეტი ტრანსპორტის აბონემენტია გაყიდული" - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის ცნობით, ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 15 ათასზე მეტი სხვადასხვა აბონემენტია გაყიდული.

რაც შეეხება გადახდის ახალ სისტემას, რომელიც პირველი თებერვლიდან ამოქმედდა, დღეისთვის უკვე გაყიდულია 15 000 აბონემენტი.

მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ის საშეღავათო პირობები, რომელიც გვქონდა  გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის, იმ ოჯახებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, ძალაში რჩება ამ ახალი სისტემის პირობებშიც.

ვინც სარგებლობდა შეღავათებით და იხდიდა 10, 20 თეთრს ან მგზავრობდა უფასოდ, მაგრამ მიკროავტობუსში უწევდა 80 თეთრის გადახდა, პირველი თებერვლიდან ჩვენ გვაქვს ინტეგრირებული სისტემა და ამ მოქალაქეებს მიკროავტობუსის მგზავრობის დროსაც აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ იმავე შეღავათით. დაახლოებით, 450 000 პირი სარგებლობს შეღავათით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სააბონენტო სისტემა გუშინ, პირველ თებერვალს ამოქმედდა.

ახალი სისტემით, ერთჯერადი მგზავრობის საფასური, 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი იქნება. გადახდა როგორც მეტრომანით, ან საბანკო ბარათით, ასევე, ახალი სააბონენტო ბარათითაც არის შესაძლებელი.

ამასთან, 1-ლარიანი სააბონენტო ბარათი იქნება ულიმიტო 90 წუთის განმავლობაში და იმოქმედებს სამივე სახეობის [მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი] ტრანსპორტში.

სააბონენტო სისტემის ფასები იქნება:

  • ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი;
  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი;
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
  • ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი.

უფასოდ მგზავრობა შეეძლება თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებულ ვეტერანებს.

შეღავათიან ფასებში, 20 თეთრად იმგზავრებენ თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტები, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და თანამშრომლები, პენსიონრები, თბილისის პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, პედიატრები და ოჯახის ექიმები, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურებ. ასევე, 10 თეთრად იმგზავრებენ სოციალურად დაუცველები.

სხვა სიახლეები:

🔳 სალომე სამადაშვილი პარტია „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი გახდა

🔳 ნათია ფანჯიკიძე: ქვაბში რა იხარშება, ჩვენივე ხორცი იქნებ, ჩამხედავი არავინაა

🔳 საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741591007

ახალი ამბები

„კარგად ვიცით, რა ნეგატიური გავლენა ჰქონდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ყველაზე მეტ დაფინანსებას იღებდნენ, ამიტომ მასკის პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტით მათი პრობლემების 70% მოგვარდება“- ნინო წილოსანი

„ილონ მასკის პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათი პრობლემების 70% მოგვარდება, რა თქმა უნდა რელევანტურია და აქაც აქტუალურია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკე...

ნინო წილოსანი

1741589255

ახალი ამბები

„საზოგადოება კარგად ხედავს, რა დღეში ჩააგდო „დიფ სთეითმა“ ევროკავშირი, მისი ეკონომიკა და ქვეყნები“ - მამუკა მდინარაძე

„მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში „დიფ სთეითის“ დამარცხება“...

მამუკა მდინარაძე

1741587303

მსოფლიო

ტრამპი: შეერთებულმა შტატებმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „თითქმის“ განაახლა

ვაშინგტონმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „თითქმის“ განაახლა და საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებებისგან დადებით შედეგებს ელის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 მარტ...

დონალდ ტრამპი

1741585418

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათაც და თავიანთმა პატრონებმაც ძალიან კარგად იციან, სად არის მათი რეიტინგი, თუ რაიმეს თავი აქვთ, ყველაზე კარგი ტესტი ყოველთვის არის არჩევნები

„კოლექტიური ნაცმოძრაობის ეს დანაყოფები დამოუკიდებლად ვერასდროს ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას, რა დავალებაც მოდიოდა მათი პატრონებისგან, ასრულებდნენ იმას“, - ასე შეაფასა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნ...

ირაკლი კირცხალია

1741584018

ახალი ამბები

საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 16 მარტის ჩათვლით დაისვენებენ. საჯარო სკოლებში სასწავლო წელი პ...

აა