19 აგვისტოს გაუჩინარებული პატარა, 5 თვის შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა (ფოტორეპორტაჟი)
ავღანელი ბავშვი, რომელიც ამერიკელ სამხედროებს გადასცეს, რათა ქაბულიდან ავიაფრენის დროს ხალხმრავლობაში არ დაშავებულიყო, ბოლოს და ბოლოს ოჯახს დაუბრუნდა.
2 თვის სოჰაილი კი ამერიკელ ჯარისკაცს რამდენიმე თვის წინ თავად მშობლებმა გადასცეს, რომ ქაბულის აეროპორტში შექმნილი ჭყლეტისგან დაეცვათ. თუმცა როგორც კი თავად ოჯახის წევრებმაც შიგნით შესვლა შეძლეს, ჩვილის ნახვა შეუძლებელი გახდა.
ჩვილის აქტიური, თუმცა უშედეგო ძებნის შემდეგ, მისი მამა მირზა ალი აჰმადი, რომელიც აშშ-ის საელჩოს კარისკაცი იყო, ცოლთან და 4 დანარჩენ შვილთან ერთად ამერიკაში საევაკუაციო რეისით გაემგზავრა.
შესაბამისად, მათ რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოდგენა არ ჰქონდათ სად იმყოფებოდა მათი მეხუთე, ყველაზე პატარა შვილი.
სოჰაილ აჰმადი სულ რაღაც ორი თვის იყო, როცა 19 აგვისტოს გაუჩინარდა.
პატარა სოჰაილი მას შემდეგ იპოვეს, რაც 29 წლის ტაქსის მძღოლმა ჰამიდ საფიმ ის, როგორც მისი ნათესავი სახლში წაიყვანა. საფიმ საბოლოოდ ბავშვი გახარებულ ბაბუას გუშინ დაუბრუნა. ოჯახი ახლა გეგმავს ბავშვის შეერთებულ შტატებში მშობლებთან გაგზავნას.
ამ ხნის განმავლობაში ბავშვზე, 29 წლის ტაქსის მძღოლი და მისი მეუღლე ზრუნავდნენ.
თალიბანის მმართველობის დამყარების შემდეგ, ავღანეთიდან სასოწარკვეთილი მოქალაქეები გაქცევას დღემდე ცდილობენ.
Reuters-ში გამოქვეყნებული სტატიის შედეგად, რომელიც პატარა საჰილის ოჯახის საძიებო ამბავი იყო აღწერდა, კვალი ნოემბრის თვეში 29 წლის ტაქსის მძღოლამდე მივიდა, რომელსაც ხამიდ საფი ქვია.
29 წლის მძღოლის განცხადებით, ჩვილი საჰილი აეროპორტში, მიწაზე დაწვენილი ნახა, ის მარტო იყო და ტიროდა. ამიტომ ხამიდმა მისი სახლში წაყვანა და საკუთარ შვილებთან ერთად გაზრდა გადაწყვიტა. ჩვილს ოჯახმა სახელიც დაარქვა და ერთობლივი ოჯახური ფოტო სოციალურ ქსელში, საფის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.
ჩვილის დაბადების ადგილის იდენტიფიცირების შემდეგ კი, ქაბულში მისი ნამდვილი ბაბუა შვილიშვილის დასაბრუნებლად ავღანეთის ერთ-ერთი შორეული პროვინციიდან ჩავიდა. თუმცა Reuters-ის ინფორმაციით, ბატონმა საფიმ, რომელმაც ჩვილი შეიფარა, მის დასაბრუნებლად ულტიმატუმი წამოაყენა - ის ბავშვის დაბრუნების ნაცვლად საკუთარი ოჯახის აშშ-ში ევაკუაციას ითხოვდა.
თვენახევრიანი მოლაპარაკებებისა და 29 წლის მძღოლის მცირეხნიანი დაკავების შემდეგ თალიბანის პოლიციამ ორ ოჯახს შორის შეთანხმების მიღწევა შეძლო და ბავშვი ბაბუას გუშინ დაუბრუნდა.
აშშ-ში ევაკუირებულმა მშობლებმა ბაბუასთან დაბრუნებული ბავშვის ნახვა ვიდეოჩათის საშუალებით შეძლეს, ახლა კი იმედი აქვთ, რომ შესაბამისი უწყებების დახმარებით მცირეწლოვანს მიჩიგანში გადაიყვანენ, სადაც ბავშვის ოჯახი უკვე დასახლდა.
1735045722
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8119 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8128 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1735044760
ჰოროსკოპი31 დეკემბერი ახალმთვარეობა და 2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მარიამ შუკაკიძისგან
2024 წელი დასასრულს უახლოვდება. 2025 წელს კი ბევრი ადამიანი უკეთესი დღეების იმედით ხვდება. მომდევნო წელს ასტროლოგები ტრანსფორმაციისა და ცვლილებების წელს უწოდებენ. 2025 წელი ბევრ ადამიანს არაერთ სიახლე...
1735043909
საინტერესო ამბებიშობის წინა დღე 24 დეკემბერი - როგორ აღნიშნოთ და რა არ უნდა გააკეთოთ ამ დღეს?
24 დეკემბერს, მსოფლიო ახალი კალენდრის მიხედვით აღნიშნავს შობის წინა დღეს, ანუ შობის წმინდა საღამოს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი საეკლესიო კალენდარში. საფეხურები: შობის საღამოს მთავარი ტრ...
1735039974
ჰოროსკოპი„მეკვლის ფინანსურ მდგომარეობას, არც ოჯახურ მდგომარეობას არ აქვს მნიშვნელობა... პირადი დაინტერესება არ ჰქონდეს“ - ანზორ ოდიშარია 2 იანვრის ბედობაზე
საქართველოში ბედობა ორჯერ აღინიშნება - 2 და 15 იანვარს. მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, ყველა დიდი სიხარულით და საუკეთესო განწყობით ელოდება მას. ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს...
1735035695
საზოგადოებაცესკო პრეზიდენტის ბრალდებებზე: განცხადებები, თითქოს არჩევნები გაყალბდა, არ შედგა, არის აბსოლუტურად უარგუმენტო და ახდენს ფაქტობრივი გარემოებების პოლიტიკურად მოტივირებულ იგნორირებას
26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე ცესკო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს დადასტურებული ფაქტები და მტკიცებულებები, რომ პარლამ...