2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი კაპანაძე: პარლამენტარებს ვეკითხებოდი სად წავიყვანო მოსახლეობა და სადაც ცარიელ შენობებს ნახავთო. ხალხმა თვითონ გადაწყვიტა შენობების დაკავება

2004-შიც გამოვიყვანეთ მოსახლეობა, ბავშვები და ქალები, მაგრამ მაშინ ვიცოდით სად უნდა წაგვეყვანა. მარტო კახეთის რეგიონში, 5 რაიონში მყავდა გადანაწილებული, მყავდა ბაზალეთზე, მყავდა საგურამოში. ვიცოდი სად უნდა მიმეყვანა, მაგრამ ესენი რომ გამოიქცნენ, თავს უშველეს და გამოვიდნენ, ნათესავებს შეაფარეს თავი, ახლომახლო სოფლებს გორის რაიონის, ქარელის რაიონის სოფლებში შევიდნენ, მაგრამ ის სოფლებიც დაიბომბა, შინდისი დაიბომბა, ტახტისძირი დაიბომბა და იქიდანაც მოუწიათ გაქცევა, - განაცხადა 2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი კაპანაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილება.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტარებს ეკითხებოდა სად წაეყვანა დევნილი მოსახლეობა და პასუხად მიიღო დაეკავებინათ ცარიელი შენობები და ხალხმა თვითონ გადაწყვიტა სად შესახლებულიყვნენ.
„თბილისში რომ ჩამოვედი პარლამენტის წინ დამხვდნენ ეს მოსახლეობა, სადმე წაგვიყვანეო. სად უნდა წამეყვანა? ვეკითხებოდი სად წავიყვანოთ ეს ხალხი? პარლამენტარებს ვეკითხებოდი სად წავიყვანო თქო და რა ვიცი სადაც ცარიელ შენობებს ნახავთო და ხალხმა თვითონ გადაწყვიტა ცარიელი შენობების დაკავება, სკოლების, საბავშვო ბაღების, სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობები. მეც ესე დავიკავე, ვიღაცამ მითხრა სატყეოს შენობა არის ცარიელიო და წავედი და იქ შევედი. ახლა რომ რესურსცენტრია რაღაცა სატყეოს შენობაში, ვიყავი რამდენიმე თვე“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
1743521275
საზოგადოებაპარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილ...
1743520361
ახალი ამბებილევან დავითაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანა...
1743519323
საზოგადოებაგია ვოლსკი: რასაკვირველია რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა!
რასაკვირველია, რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხ...
1743518438
ახალი ამბებილევან გიგინეიშვილი: უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია
უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა, ცხადია, პირველი გარკვეულწილად ესაფუძვლ...
1743517821
სპორტიევროპის ჩემპიონატისთვის, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-13 აპრილს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე პირველები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: 57 კგ | რ...