8 წლისას მშობლები ავტოავარიით გარდაეცვალა... ბებიაც დარდს გადაჰყვა… - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი, ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთ საინტრესო ისტორიას აქვეყნებს, რომელიც ობლობაში გაზრდილ გოგონაზე მოგვითხრობს.

„მშობლები ავტოავარიით გარდაეცვალა. დედისერთა იყო…  8 წლის ასაკში მეურვეობა ნათესავებმა იტვირთეს. უმეტესად ბებიის იმედად  უმკლავდებოდა ამ მძიმე სინამდვილეს.

12 ის  შესრულდა, ბებიაც დარდს გადაჰყვა… ბიძა და ბიცოლა პატრონობდნენ… ჩაიკეტა, ღამეებს ტირილში ათენებდა… სკოლიდან ეკლესიაში შეივლიდა, ჯვარცმასთან სანთელს აანთებდა, გულს ტირილით მოიოხებდა და სახლში მიბრუნდებოდა…

აცნობიერებდა, რომ ზედმეტი შეცდომების უფლება არ ექნებოდა, რადგან საკუთარი თავის პატრონად მხოლოდ თავად რჩებოდა…

მეტი მონდომებით უნდა ესწავლა. ვერც რეპეტიტორს დაიქირავებდა, ვერც სწავლის ქირას გადაიხდიდა…

ერთადერთი შანსი სწავლა იყო…

პირველივე წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე მოეწყო…

ცხოვრების ახალ ეტაპს დიდი იმედით შეხვდა… დარწმუნდა, რომ თავდადებული შრომა შედეგს დადებდა…

მესამე კურსზე შეყვარებულმა ხელი სთხოვა… ნიჭიერი, ღირსეული და პატიოსანი ოჯახის შვილი აღმოჩნდა…

გოგონას სურდა ნიშნობა სახლში ჰქონოდა… ჩავიდა სოფელში და ბიძას მისი გეგმების შესახებ უამბო… სრულიად საპირისპირო რეაქცია მიიღო, ვიდრე ელოდა…

ბიძა უკვე გალოთებული, ოჯახში ყოველდღიურად ,,კონცერტებს” მართავდა… ძმისშვილი არა, საკუთარი შვილები ეკიდა ფეხებზე… რაც გინდა ქენი, აქ არავინ დავინახო ჩამოსულიო…

იმ ღამეს მეზობელთან გადავიდა, ოჯახის უფროსი მამამისის კლასელი იყო… პატარა ბავშვივით აქვითინდა… ასე უპატრონოს ახალ ოჯახში როგორ მიმიღებენ, შეყვარებულის მშობლები ნიშნობას ელოდებიანო, ტირილით მოუყვა მამის კლასელს…

მათაც  იცოდნენ, რომ გარდაცვლილის ძმა მკვდარს არაფრით სჯობდა, ამიტომ პასუხიც არ მოეთხოვებოდა…

საბოლოოდ მეზობელმა გადაწყვიტა, ნუ შეგეშინდება, თავი არ დაითრგუნო, მეც ბიძად  გეკუთვნი, ჩემთან ჩამოვიდნენ, მე მთხოვონ შენი ხელი, საუკეთესო სუფრას გაგიშლიო…

ნიკოლოზობა თენდებოდა!..

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵დემნა გვასალიას შექმნილი "საცეკვაო ჩუსტები" 705 დოლარად იყიდება

🔵ემიგრანტები იტალიიდან: „როდესაც მონა თავის საზიზღარ ბატონს აქებს, ამაზე გულის ამრევი არაფერია“... „ავუხსენი რომ საკმაოდ განვითარებული, მაგრამ უხელფასო ქვეყნიდან ვართ გამოქცეული“...

🔵გერმანიაში დააკავეს საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741073286

ახალი ამბები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა. „მივიღეთ გადაწყვეტილ...

ელისო ბოლქვაძე

1741071610

მსოფლიო

იაპონიაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანებულია სულ მცირე 84 სახლი

იაპონიაში, უკვე ერთი კვირაა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ქალაქ ოფუნატოს ტყეში დამწვარია 2 100 ჰექტარი. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, დაღუპულია ერთი ადამიანი, სულ მცირე 84 სახლია დაზიანებული, ხოლო 1 200...

იაპონიაშიაპონიაშ

1741070616

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მი...

ირაკლი კობახიძე

1741067507

ახალი ამბები

„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე

„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...

გიორგი ურუშაძე:

1741065872

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - Reuters

თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი ნათ...

დონალდ ტრამპი