ადექით და ჩვენც დაგვიჭირეთ, ყველა ერთად! - ინგა გრიგოლია

მამუაკ ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო  პროცესებს,  ჟურნალისტი ინგა გრიგოლია  ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ეხმიანება და ხელისფულებას მიმართვს.

„რამე ასეთი კამპანია ხომ არ დავიწყოთ? ჩვენც დაგვიჭირეთ! ტროიკებით გამოტანილი “სამართალი” მაინც ყველას კარზე მოაკაკუნებს და ბარემ ერთად ჩაგვსვან ყველანი. მერე უყუროს მაყურებელმა ვარდისფერი სათვალით, დილიდან საღამომდე, რა მშვენიერია ცხოვრება საქართველოში, რა დიდებულია დედა პარტია და როგორ წარმატებით სრულდება ხუთწლედების გეგმები. ყველას ფეხზე გვკიდია თქვენი დოქსოფულოების განაჩენები, ხოდა, ბარემ ჩ ვ ე ნ ც  დ ა გ ვ ი ჭ ი რ ე თ!!! რაღას წვალობთ და ეწამებით ამ საქმეების კერვით! ადექით და ჩვენც დაგვიჭირეთ! ყველა ერთად, სხვანაირად ტელევიზიებს ვერ წაიღებთ!!!”, – წერს გრიგოლია ფეისბუკის პირად გვერდზე.

ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფოს სურს მამამისის, ავთანდილ წერეთლისა და პარტია “ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის დაკავება. აღნიშნულის შესახებ მან 9 დეკემბერს ტვ “პირველის” ეთერში ისაუბრა.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2019 წლის 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 2019 წლის 27 აგვისტოს შეუფარდა.

ასევე წაიკითხეთ:

🔵“ვიცი რომ ყველაფერი გამოგივა, შენგან კარგი ექიმი დადგება!“ - ემიგრანტის წერილი 

🔵"გეუბნებოდი შენ ევროპის გოგო ხარ-თქო და აჰა შენ ქართული რეალობაც" - ხატია შამუგია მისი კლასელის, ეკა ტიკარაძის გადადგომას ეხმაურება

🔵ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი

1741011697

მსოფლიო

გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

 გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...

გერმანიაგერმანია

1741010539

მსოფლიო

ტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...

დონალდ ტრამპი

1741006710

ახალი ამბები

„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი

ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი

1741005544

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი