ადვოკატი: ჯანმრთელობის მდგომარეობამ მიხეილ სააკაშვილს არ მისცა შესაძლებლობა დასწრებოდა სასამართლო პროცესს

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს პრიორიტეტი იმიტომ, რომ აუცილებელია მისი რეაბილიტაცია წავიდეს ჯანსაღად, ჯანმრთელობის მდგომარეობამ მას არ მისცა შესაძლებლობა დასწრებოდა სასამართლო პროცესს და მიემართა საზოგადოებისთვის", - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლამდე თქვა.
მისივე თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარდგენილი იქნება რამდენიმე შუამდგომლობა.
"ამ საქმეზე ჩვენ და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ნათლად იცის, რომ არ შეიძლება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამ ქვეყნის მთავარი რეფორმატორი, პოლიტიკურად დევნილი პირი სამშობლოში დაბრუნების გამო სამართლდებოდეს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარდგენილი იქნება რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის, იმ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დართვის შესახებ, რაზედაც სახალხო დამცველის ექსპერტთა კონსილიუმმა და რაზედაც ცენტრმა ემპათიამ იმსჯელა.
ჯანმრთელობის მდგომარეობამ მას არ მისცა შესაძლებლობა დასწრებოდა სასამართლო პროცესს და მიემართა საზოგადოებისთვის.
ჩვენ ვხედავდით წინა პროცესებზე როგორი ვრცელი სიტყვით მიმართავდა ის საზოგადოებას.
რაც შეეხება მომდევნო პროცესებს, ბუნებრივია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს პრიორიტეტი იმიტომ, რომ აუცილებელია მისი რეაბილიტაცია წავიდეს ჯანსაღად", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
დღეს, 22 დეკემბერს, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
სხვა სიახლეები:
🔲 კარვები გაშალეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, სადაც მასობრივი შიმშილობის დაწყებას გეგმავენ
🔲 კორონავირუსით 52 პაციენტი გარდაიცვალა - როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...
1741011697
მსოფლიოგერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...
1741010539
მსოფლიოტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...
1741006710
ახალი ამბები„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი
ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...
1741005544
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...