აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

2 აპრილი 14:57 საზოგადოება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აფხაზეთიდან დროებით დევნილი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაათვალიერებინა.

შეხვედრის ოფიციალურ ნაწილში ლევან მგალობლიშვილმა ჩინელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა.



მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და ურთიერთპატივისცემა დაადასტურეს.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შორის შეხვედრა პირველად გაიმართა.

შეხვედრას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ჰი პენიუ, საელჩოს პირველი მდივანი ვანგ დანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი დავით მორგოშია ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

9:28

საქართველო

გიორგი სოსიაშვილი ხაზარაძის პროტესტზე ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით: მისი მცდელობა, აიყოლიოს საზოგადოების ნაწილი, უარი განაცხადონ არჩევნებში მონაწილეობაზე და ჩართვაზე, არის დემოკრატიული პროცესებისაგან მთლიანად გამოთიშვა

 მისი და ამ გაერთიანების მცდელობა, რომ აიყოლიოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, უარი განაცხადონ არჩევნებში მონაწილეობაზე, არჩევნებში ჩართვაზე, ეს არის დემოკრატიული პროცესებისაგან გამოთიშვა მთლიანად, -...

გიორგი სოსიაშვილ

9:27

საქართველო

გიორგი სოსიაშვილი: „დიფ სთეითმა“ სახე იცვალა. დიდმა ბრიტანეთმა ახალი საგრანტო პროგრამა დააანონსა, რომელიც მიმართულია აგონიაში მყოფი რადიკალი ძალების გამოცოცხლების უშედეგო მცდელობისკენ - ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება

 ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა გარკვეული პოზიტიური მოლოდინი მას შემდეგ, რაც აშშ-ში ახალი პრეზიდენტი იქნა არჩეული, რომელმაც შეურიგებელი ბრძოლა დააანონსა „დიფ სთიეთის“ წინააღმდეგ, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერო...

გიორგი სოსიაშვილი

8:55

მსოფლიო

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 354-მდე გაიზარდა

 მიანმარში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 354-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაშავდა 4 850 ადამიანი, ხოლო 220 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. გაეროს ადამიანის უ...

მიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

8:35

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობას მოჰყვება ადეკვატური რეაგირება და ნებისმიერი განცხადება, რომელიც დაკავშირებულია კომისიის მიმართ კითხვის ნიშნის დასმასთან, არის პოლიტიკური სპეკულაცია

 საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობა გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად, ამას მოჰყვება ადეკვატური რეაგირება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი...

გიორგი გაბუნია

8:33

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: დღემდე არ გვინახავს არც ძალადობის რომელიმე აქტის და არც ღირსების შემლახავი რომელიმე კამპანიის დაგმობა, არდაგმობა კი წახალისებაა

 დღემდე არ გვინახავს არც ძალადობის რომელიმე აქტის და არც ღირსების შემლახავი რომელიმე კამპანიის დაგმობა, არდაგმობა კი წახალისებაა, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. მისი...

შალვა პაპუაშვილი