„ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, თავდასხმებს პოლიციელებზე, დაზიანებულია მუნიციპალური ქონებაც“ - კახა კალაძე

„მინდა, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, იცით, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე და ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, აქვს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველანაირი ფორმით, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. 

კალაძის თქმით, გუშინდელი აქცია გასცდა კანონით დადგენილ პროტესტის ფორმას.

„გუშინ ვნახეთ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, მოწოდებები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით. აგრესიულ თავდასხმებს ახორციელებდნენ პოლიციელებზე, ხდებოდა სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფები. დაზიანებულია მუნიციპალური ქონებაც. მას შემდეგ, რაც აქცია მშვიდობიან პროტესტის გამოხატვის ფარგლებს გასცდა და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს. თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მინდა, გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის. გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია“, – განაცხადა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1716288280

სპორტი

„კვარაცხელიამ კონტრაქტის განახლებაზე შეიძლება უარი თქვას“ - იტალიელი ჟურნალისტი

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა აცხადებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ხელშეკრულების განახლების პროცესი ძალიან გაჭიანურდა და არაა გამორიცხული პრინციპის გამო ქართველმა ახალ კონტრაქტზე უარი თქვას.  „...

იტალია

1716286693

ახალი ამბები

ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში გაემგზავრნენ - გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერები დავით კეზერაშვილს ხვდებიან

ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში გაემგზავრნენ. „კურიერის“ ინფორმაციით, პარტია „ახალის“ ლიდერები დავით კეზერაშვილთან შესახვედრად წავიდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, გვარამია-მელიას კეზერაშვილთან შეხვედრის...

პოლიტიკოსები

1716285615

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო: ყველაფერი პარტნიორების ხელშია და საქართველოს ცალმხრივად არაფრის შეცვლა შეუძლია - იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ამერიკაში რაციონალური აზრი გაიმარჯვებს, რითაც ორივე ქვეყანა მხოლოდ სარგებელს მიიღებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო ეხმაურება საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აშშ-სთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას...

პარტია "ქართული ოცნება"

1716282936

ჰოროსკოპი

„შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმე, რომელსაც აქამდე ვერ იწყებდით“ - 21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი - რა უნდა გავითვალისწინოთ დღეს გადაწყვეტილებების მიღებამდე და ვისთვის შეიძლება იყოს დღეს წამოწყებული ახალი საქმე დიდი წარმატების დასაწყისი - ამის შესახებ „დილა მშვიდობი...

ნინა სუსლოვა

1716280363

ახალი ამბები

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, ამას ალტერნატივა არა აქვს“ - კახა კალაძე

„მე არ მინდა ღიად ვისაუბრო, თუმცა კაბინეტებში, დახურულ კარს მიღმა პირდაპირ ზეწოლა, მოწოდებები იყო, ასევე საჯარო განცხადებები კეთდებოდა, რომ ესე იგი ჩვენ უნდა დაგვეორგანიზებინა ჩარტერები და უკრაინაში უ...

პოლიტიკოსები