"ახლა ვიცით, რომ რუსეთი ნამდვილად აგრესორია და მას შენი ქვეყანაც ოკუპირებული აქვსო" - ნანა გეგეჭკორი ამერიკელ კოლეგებზე წერს

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგჭკორი თანამშრომლების შესახებ წერს, რომლებმაც ახლა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ ირწმუნეს, რომ რუსეთი აგრესორია.
გეგეჭკორის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
"გრძელი საუბარი მიწევდა უცხოელი მეგობრებისთვის რომ ამეხსნა 2008 წლის ომი და რუსული ოკუპაცია.
დილიდან არავის ჩაუვლია ჩემთვის სამსახურში, არ ეთქვათ, ახლა ვიცით რომ რუსეთი ნამდვილად აგრესორია და მას შენი ქვეყანაც ოკუპირებული აქვსო.
სამწუხაროდ, წლები და მსხვერპლი დასჭირდა ჩვენი სიმართლის აღიარებას.
ამ ომში სიმართლე სრულად არის უკრაინის და საქართველოს მხარეს და ამას ზედმეტი ახსნის გარეშე იგებს ომს ათასობით კილომეტრით მოშორებული ადამიანი.
დრო და მსხვერპლი თორემ გამარჯვება ჩვენს მხარეს რომ იქნება, ეს ისე ჩანს როგორც არასდროს", - წერს ნანა გეგეჭკორი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მაინც მიიღო. 24 თებერვალს გამთენიისას, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ომი დაიწყო და ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს. მოსკოვის აგრესია დაგმეს დასავლეთში და ახალი სანქციებისთვის ემზადებიან.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და მათი ოკუპაცია განახორციელა. კრემლი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.
ამავე თემაზე:
🔵 "მკვლელისგან ვერ ავიღებ ხელფასს" – რუსეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი გადადგა
🔵 უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...