"ამერიკელებსა და რუსებს შორის არის ასეთი დაუწერელი კანონი..."- რას წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს:

"ამერიკელებსა და რუსებს შორის არის ასეთი დაუწერელი კანონი, რომ არც ამერიკელი ესვრის რუს ჯარისკაცს პირდაპირ და არც რუსი ამერიკელს.

პუტინმა იცის, რომ ჯო ბაიდენი ამ წესს დაიცავს, გინდაც ხვალ პოლონეთში შეაბიჯოს რუსმა.

ამას იყენებს პუტინი.

ესაა პუტინის ტერორის წარმატების საფუძველი.

ტრამპი რომ იყოს ამერიკის პრეზიდენტი, არ იქნება პუტინი დარწმუნებული, რომ რაიმე წესებს ნაღდად დაიცავს და ეს პრობლემაც, მთელი არსებით დარწმუნებული ვარ, არ იარსებებდა.

დარწმუნებით მგონია, რომ ტრამპი და ჯონსონი ამ რუსული ავანტიურის დასაწყისშივე მოაწყობდნენ სამხედრო მანევრებს ბალტიკაში და უკრაინასთან ერთად.

ესაა ერთადერთი სწრაფი გზა პუტინის მოთოკვისა.

მეორე გზაა, დაკაბალებულთა გაერთიანება და საერთოდ იმედის არქონა, რომ ნატოს ჯარი ფიზიკურად დაგეხმარება.

და ბოლოს კი,

პუტინი და პუტინი აკერია ყველას პირზე და ვითომ ეს ერთი კაცი იყოს პრობლემა.

ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ნახეთ დოკუმენტაცია პუტინზე "არტე ტვ"-ზეა, ევროპული არხია.

სად იყო პუტინი, როცა ის პრეზიდენტ იელცინის მემკვიდრედ გამოაცხადა იელცინმა?

პუტინი ისვენებდა საფრანგეთში.

რუსეთში არის სისტემა, ცირკელი, რომელიც სტარტეგიულად მოქმედებს და მათი სახეები არაა საჯარო.

აი ეს სისტემაა, რომელმაც პუტინი დასვა პრეზიდენტად, იელცინიც ამ სისტემის პირმშო იყო, გორბაჩოვის საწინააღმდეგო.

იელცინის დროს არ ყოფილა რუსეთი მეზობლების მიმართ არც მეზობლური, არც მეგობრული და ზუსტად ისეთივე აგრესიული იყო, როგორც პუტინის დროს.

რაღაც მომენტში ჩათვალა რუსეთის სახელმწიფო მაფიამ, რომ იელცინი უკვე ფიზიკურად ვერ მოახერხებს პრეზიდენტობას და გააპენსიონერეს.

პუტინის გაქრობა არავითარ შემთხვევაში არ მოიტანს რაიმე ცვლილებას რუსულ საგარეო პოლიტიკაში.

ერთადერთი, რაზედაც რუსი რეაგირებს, ესაა ძალას რომ დაანახებ და მეზობელ ქვეყნებს რომ სტრატეგიული იარაღით აღჭურვი.

აი ეს ენა ესმის რუსს", - წერს იაგო ფრანგიშვილი.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

ამავე თემაზე:

🔵 რუსეთის ფედერაციის საბჭომ პუტინს დონეცკსა და ლუგანსკში ჯარების შეყვანის ნებართვა მისცა

🔵 "მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ის, რაც უკვე მოხდა 2008 წელს საქართველოში" - ზელენსკი

🔵 დიდი ბრიტანეთი, უკრაინაში მოსკოვის ქმედებების საპასუხოდ, 5 რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს

🔵 ჯო ბაიდენმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს სანქციები დაუწესა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741018163

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...

სოზარ სუბარი

1741015622

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული

საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...

გიორგი ვოლსკი

1741013705

ახალი ამბები

გურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა

 გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...

გურია

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი