ამირან გამყრელიძე: რთულია სიკვდილიანობაზე საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ გვექნება ლეტალობის ზრდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რთულია სიკვდილიანობაზე საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ გვექნება ლეტალობის ზრდა, რადგან 1 500-ზე მეტი მძიმე ავადმყოფია სამედიცინო დაწესებულებებში და 300-ზე მეტი ადამიანია ხელოვნურ ვენტილაციაზე.
ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ვინც საავადმყოფოებში არიან მოთავსებულები, განსაკუთრებით კი რეანიმაციაში, მათი უმრავლესობა არის აუცრელი. გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, 3 500-ზე მეტი ადამიანი აიცრა.
„მარათონმა გარკვეული შედეგი მოიტანა, 3500-ზე მეტი ადამიანი აიცრა. მოიტანა ისიც, რომ გარკვეულად ოდნავ უნდობლობის ყინული გალღვა სოფლის მოსახლეობაში. ახლა იგეგმება მარათონის ოდნავი სახეცვლილება. უფრო მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდება 10 დიდ ქალაქში, ასევე განსაკუთრებული ყურადღება იქნება სამ რეგიონზე, სადაც 60 %-ანი მოცვის ნიშნულთან ახლოს ვართ – ეს არის თბილისი, აჭარა და რაჭა-ლეჩხუმი. ასევე იქნება ორი მუნიციპალიტეტი შერჩეული, სადაც გვინდა, რომ სწრაფად ავიდეთ 60 %-ზე, ეს არის ოზურგეთი და გურჯაანი. აქ იქნება უფრო აქტიური საკომუნიკაციო კამპანია“,- აცხადებს, ამირან გამყრელიძე.
ამავე თემაზე:
🔵საქართველოში კორონავირუსი 4 104 პირს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 67 პაციენტი
1741616542
საზოგადოებაგორში 80 წლამდე კაცი მოკლეს
გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ვოლოგდის დასახლებაში დღეს მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს....
1741612495
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7776 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1741611656
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში
„რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში, რათა საქართველოსთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა შეეჩერებინათ“...
1741610593
ახალი ამბები„ჯგუფებმა, რომლებიც მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციას იყვნენ ამოფარებულები, ახლა გადაინაცვლეს ბალტიისპირეთის მიმართულებით - მათი ამოცანაა, გაგვაშაონ, სანქციები დაგვიწესონ და შემდეგ აგენტურა დასვან აქ“ - ირაკლი ზარქუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ეხმაურება მამუკა მდინარაძის Facebook პოსტს, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი წერს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან...
1741608776
ახალი ამბებიგიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩია...