არ ღირს ბავშვების ერთ მომენტში გახალისების მიზნით მათ მავნე ნივთიერებებით გაჯერებული ჰაერი ვასუნთქოთ - ინფექციონისტი საშიში პიროტექნიკის გამოყენებაზე წერს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ არ ღირს ბავშვების ერთ მომენტში გახალისების მიზნით მათ მავნე ნივთიერებებით გაჯერებული ჰაერი ვასუნთქოთ.

„ახლოვდება პიროტექნიკის აქტიური გამოყენების დრო. ეს თემა, ცხადია, ინფექციონისტის კომპეტენციას სცილდება, მაგრამ როგორც რიგით მოქალაქეს და ექიმს, ყოველწლიურად ძალიან მაწუხებს საკითხი პიროტექნიკის მავნე გავლენის შესახებ ადამიანის და ცხოველის ორგანიზმზე და გარემოზე.

- პირველ რიგში, პიროტექნიკის გამოყენებისას ჰაერში გაიფრქვევა კვამლი, მავნე მეტალები, ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, რომელთაც მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება აქვთ ადამიანის სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებზე, განსაკუთრებით ბავშვებში.

ამიტომ ალბათ არ ღირს ბავშვების ერთ მომენტში გახალისების მიზნით მათ მავნე ნივთიერებებით გაჯერებული ჰაერი ვასუნთქოთ.

- პიროტექნიკის გამოყენებისას ხდება ტყვიის, სპილენძის და სხვა მავნე მეტალების მიმართ ექსპოზირება, რასაც შეიძლება ჯანმრთელობაზე შორეული მძიმე შედეგები ჰქონდეს.

- ხშირად სწორედ ბავშვებს და მოხუცებს ასეთი ძლიერი ხმაური ძალიან აშინებთ და აწუხებთ.

- აშშ-ში ჩატარდა კვლევა, რომლითაც გამოვლინდა ადამიანის ფილტვის ქსოვილზე პიროტექნიკის მავნე ზემოქმედება. ასევე შეისწავლიდნენ თაგვებში სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებზე გავლენას, რითაც დადგინდა მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ზემოქმედება.

- აშშ გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით, დამოუკიდებლობის დღეს და ახალ წელს ტოქსიკური მეტალების შემცველობა ყველაზე მაღალია წლის სხვა დღეებთან შედარებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ში პიროტექნიკის გამოყენების მასშტაბი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში, სადაც არავითარი კონტროლი გამოყენებაზე და პიროტექნიკის ხარისხზე არ არსებობს, გასაგები გახდება, რომ ჩვენთან ეს პრობლემა ბევრად უფრო სერიოზულია.

- გასათვალისწინებელია ზოგადად კლიმატის ცვლილებაზე პიროტექნიკის გავლენაც, თუმცა აქ ამ გლობალურ საკითხებზე ადამიანები ნაკლებად ღელავენ ხოლმე.

- ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია მყისიერი დაზიანებების და დამწვრობის რისკებიც.

- აქვე უნდა ითქვას პიროტექნიკის გამანადგურებელ როლზე ფრინველებისთვის და ცხოველებისთვის. ახალი წლის დღეებში განსაკუთრებით იტანჯებიან მიუსაფარი ცხოველები (და არა მხოლოდ. ვისაც შინაური ცხოველები გვყავს, ვხედავთ, რა მძიმე დღეში არიან ახალი წლის ღამეს)“, - წერს ინფექციონისტი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე საინტერესოა:

🔵 საშიში პიროტექნიკა - ყველაფერი რაც მისი შეძენის და გამოყენების დროს უნდა იცოდეთ!

🔵 ტრაგედია ბოლნისში - მდინარეში 22 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

🔵 რა საკითხეზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლოზ ფაშინიანმა?

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741073286

ახალი ამბები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა. „მივიღეთ გადაწყვეტილ...

ელისო ბოლქვაძე

1741071610

მსოფლიო

იაპონიაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანებულია სულ მცირე 84 სახლი

იაპონიაში, უკვე ერთი კვირაა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ქალაქ ოფუნატოს ტყეში დამწვარია 2 100 ჰექტარი. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, დაღუპულია ერთი ადამიანი, სულ მცირე 84 სახლია დაზიანებული, ხოლო 1 200...

იაპონიაშიაპონიაშ

1741070616

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მი...

ირაკლი კობახიძე

1741067507

ახალი ამბები

„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე

„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...

გიორგი ურუშაძე:

1741065872

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - Reuters

თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი ნათ...

დონალდ ტრამპი