აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საველე-პრაქტიკული სწავლება, რომელსაც სუს-მა უმასპინძლა, დასრულდა

აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ორგანიზებული საველე-პრაქტიკული სწავლება, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უმასპინძლა, წარმატებით დასრულდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქართულმა დანაყოფებმა ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფების უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს.

მათივე ცნობით, საველე-პრაქტიკულ სწავლებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფების 200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. სწავლების მიზანს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების გავრცელების წინააღმდეგ უწყებათაშორის კოორდინირებული მუშაობა წარმოადგენდა.

სწავლების დასასრულს მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები და პერსონალური მონეტები გადაეცათ.

დახურვის საზეიმო ცერემონია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა.

(სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გენარალ-მაიორი):

„სწავლების პროცესში კარგად წარმოჩინდა, თუ რა მნიშვნელობა აქვს საგანგებო სიტუაციების დროს ქვეყანაში არსებული ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებულ და შეთანხმებულ მუშაობას. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის სპეც-სამსახურებმა წარმატებით გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას და აჩვენეს მომზადების მაღალი დონე“, – განაცხადა სუს-ის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორ გიგა ნიკოლეიშვილმა.

„სამივე უწყება მონაწილეობდა როგორც უწყებათაშორისი მორეაგირე ჯგუფი, რომელიც ახდენდა რეაგირებას სამ კომპლექსურ ქბრბ და განაღმვითი სამუშაოების სცენარზე. სამი დღის განმავლობაში სამივე დანაყოფმა დაამტკიცა ამ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით ტაქტიკის, სტრატეგიისა და ოპერაციების შედეგიანობა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს პროგრამების ხელმძღვანელმა, მაიკლ ბრედვიკმა.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ქართულმა სპეცსამსახურმა მნიშვნელოვნად აიმაღლა პროფესიული უნარები, შესაბამისი დანაყოფები უზრუნველყოფილია სპეციალური აღჭურვილობით.

უწყებათშორისი საველე სწავლება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების, განაღმვისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში, ეფექტური ღონისძიებების გატარების, კოორდინირებული მუშაობისა და წარმატებული საქმიანობის გარანტიაა.

დასკვნით ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ მღებრიშვილი, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს, ევროპაში აშშ-ის საავიაციო ძალებისა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და სწავლებაში მონაწილე უწყებების პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.

სწავლება უპრეცედენტოა და საქართველოში პირველად ჩატარდა“, – აცხადებენ სახელმწიფო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"სომხეთის ქალაქ მასისის მერიაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა" - ადგილობრივი მედია

📍"რუსეთმა დონბასში, რამდენიმე მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო, ბრძოლები გრძელდება" - უკრაინის გენშტაბი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745144612

საზოგადოება

კახა კალაძე: ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდეს ჩვენს გულებს სიხარულით და ბედნიერებით!

 თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. შესაბამის პოსტს კალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდ...

კახი კალაძე

1745143727

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი რუსეთს ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდებს: ახლა არის მომენტი, როდესაც პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი

 დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს მოუწოდა უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ და „არა ერთდღიანი პაუზის აღებისკენ“.  ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ციტირებს Reuter...

ინგლისი

1745141357

საზოგადოება

ლევან მგალობლიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ

 გულითადად ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას, - ამის შესახებ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირ...

ლევან მგალობლიშვილი

1745136802

საზოგადოება

თბილისში მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ

მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 20-21 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახ...

აა

1745134555

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა რუსეთის ქმედებებს სარკისებურად უპასუხებს

თუ ფრონტზე მართლაც სრული სიჩუმე იქნება, უკრაინა გამოდის ინიციატივით, რომ ის 20 აპრილის აღდგომის დღის შემდეგაც გაგრძელდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მან გაიხსენა,...

ზელენსკი და პუტინი