ბიჭმა უთხრა, იქნებ აბორტი გაიკეთოო…ტყუპებზე ყოფილა ორსულად...ერთ კვირაში სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა… ტყუპებმა დედა თან გაიყოლეს!

ტრაგედიამდე მისული სიყვარულის ისტორია,  რომელიც გულგრილს არავის დატოვებს, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, მამა პეტრე კოლხმა გამოაქვეყნა.

ისტორიაში, სასულიერო პირი, გვიყვება ქალზე, რომელიც უიღბლო სიყვარულის მსხვერპლი გახდა, მასთან ერთად კი, ქორწინების გარეშე გაჩენილი ორი ტყუპიც.

„ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი. გარშემო სიკეთეს და მშვენიერებას ასხივებდა.

იმ წელს ჩააბარა უნივერსიტეტში, მე რომ გავიცანი… მასზე ალბათ ოთხი წლით პატარა ვიქნებოდი…

ვაკვირდებოდი, თუ სახლში ადრიანად დაბრუნდებოდა, სადარბაზოსთან ვხვდებოდი და პურის საყიდლად, ან უბრალოდ სასეირნოდ გავიდოდით… არაფერი ხდებოდა, უბრალოდ მოწმონდა, რომ ასეთი ლამაზი იყო და ხმაც ისეთი ხავერდოვანი ჰქონდა, ოღონდ ესაუბრა და არც იმას ფიქრობდი, საინტერესო იქნებოდა, თუ არა…

ახალი სასწავლო წლის დაწყება უხაროდა, თან უკვე სტუდენტი იყო და გრძნობდა, რაღაც ახალი გამოწვევები დაიწყებოდა… მეც იშვიათად ვნახულობდი… ნახევარი წელი ისე გავიდა, ერთმანეთს შორიდან ვესალმებოდით… ზამთრის არდადეგები სოფელში გაატარა…

წლის ბოლოს უფრო ლამაზი და ხასიათითაც შეცვლილი მეჩვენა… არ უთქვამს, მაგრამ ისედაც მიხვდებოდი, რომ შეყვარებული იყო… ნაბიჯებს ისე დგამდა, იტყოდი, დაფრინავსო…

დაიწყო ახალი სასწავლო წელი, მეორე კურსზე წარმატებით გადავიდა. ადრიანი შემოდგომა იდგა, აივანზე ვიდექი, ამომძახა, ჩამო, პურის საყიდლად გამყევიო… გამიხარდა და კიბეებს გადავაფრინდი…

მოწყენილი და  სევდიანი მეჩვენა… პურზე შევიარეთ, მერე ქუჩას ავუყევით და წმინდა ნიკოლოზის ტაძრისკენ ავიღეთ გეზი… დიდად არც უსაუბრია, ცრემლი მოერია და მომერიდა, მაგრამ მაინც ვკითხე, რაღაც გიჭირს, იქნებ შევძლო დახმარება, თქო…

შეყვარებულთან პრობლემები მაქვსო, მოკლედ მომიჭრა და სახლში მივბრუნდით…

ვინერვიულე, განვიცადე, იმ ღამეს თითქმის არ მიძინია…

საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა, ორსულად იყო, ბიჭმა უთხრა, ოჯახს ჯერ ვერ შევქმნით, თავის რჩენა გაგვიჭირდება, იქნებ აბორტი გაიკეთოო…

ბევრი კამათის მიუხედავად, ბიჭმა თავისი გაიტანა და აბორტის გასაკეთებელი ფულით გაისტუმრა…

გოგონას მეგობარმა შესთავაზა, ექიმთან ვერ მივალთ, იქნებ ,,გაგიბაზრდეს”, ექიმბაშთან მისვლა სჯობსო…

ტყუპებზე ყოფილა ორსულად, მაგრამ აბორტზე მაინც ვერ თქვა უარი, ბიჭი სახლში ვერ წაიყვანდა, აღარც მშობლები მიიღებდნენ…

არ ვიცოდი რატომ, მაგრამ ვხედავდი, რომ ძალიან ფერმკრთალი იყო…

აღმოჩნდა, რომ ნაყოფის მოშორება არასწორად მოხდა…

ჩემი ულამაზესი მეგობრის ორგანიზმმა ვერ გაუძლო, ერთ კვირაში სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა… 

იმ წამს ყველაფერი შემძულდა… ტყუპებმა დედა თან გაიყოლეს!“,-წერს, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, პეტრე კოლხი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"სანამ თვითმკვლელობას გადაწყვეტდა, თურმე ეკლესიაში მისულა, სადაც მამაოს ნახევარი საათი ელოდა..." - ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ფეისბუკზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

🔵"იმ ემოციას ვერ გავურბივარ მანქანა, რომ შენკენ მოფრინავს და იაზრებ ტრაგედიას" - ავტოსაგზაო შემთხვევას გადარჩენილი მოქალაქის ემოციური პოსტი

🔵„ჩვენთან ხომ არც მუშას და არც მოსამსახურეს შენდობა არ აქვს“ - რას წერს გიორგი კეკელიძე გარდაცვლილ თანამშრომელზე?

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741088413

ახალი ამბები

„რა მორალით გველაპარაკებით და გვასანქცირებთ, თან ვის - ლაშა ტალახაძეს და ვიქტორ სანიკიძეს, მსოფლიოში აღიარებულ და დამსახურებულ ადამიანებს“ - ირაკლი ზარქუა

„რა მორალით, რა პრინციპით და ღირებულებებით გველაპარაკებით და თან გვასანქცირებთ. თან ვის - ლაშა ტალახაძეს და ვიქტორ სანიკიძეს, მსოფლიოში აღიარებულ და დამსახურებულ ადამიანებს“, - ასე გამოეხმაურა მმართვე...

ირაკლი ზარქუა

1741087797

საზოგადოება

ვოლსკი: ამბობენ - არ დავუშვებთ სიცრუეს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას, მეორე დღეს აკეთებენ იმავეს და არანაირი თვითრეგულაცია არ მოქმედებს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მედიის შესახებ კანონის მნიშვნელობას აფასებს. იგი მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებები შეეცდებიან, პრობლემა თვითრეგულაციის გზით მოაგვარონ. „ამბობენ...

პოლიტიკოსი

1741085614

საზოგადოება

გენო პეტრიაშვილი კახა კალაძესთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებაზე: მიკვირს, რომ უკრაინის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას აქვს დრო, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს

უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და მიკვირს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს, - გაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენო პეტრიაშვილმა უკრაინის...

გენო პეტრიაშვილი

1741085599

ახალი ამბები

„რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია“ - ლაშა ტალახაძე

„ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლაშა ტალახაძე ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს. მისი  თქმით, მსგავს ნაბიჯებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნ...

ლაშა ტალახაძე

1741083933

სპორტი

დუდა სანაძე ალ ნასრში ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განაგრძობს. მისი ახალი კლუბი „ალ ნასრი“ იქნება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. დუდას ბოლო კლ...

 დუდა სანაძე