„ჩვენთან ხომ არც მუშას და არც მოსამსახურეს შენდობა არ აქვს“ - რას წერს გიორგი კეკელიძე გარდაცვლილ თანამშრომელზე?

„კიდევ ერთი დიდი ადამიანი გამოაკლდა ბიბლიოთეკას“- მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ედუარდ მოდუ. მუშა - მოსამსახურე. ასე ეწერა ხელშეკრულებაში და განგებ ვახსენე;
ჩვენთან ხომ, არც მუშას და არც, მოსამსახურეს შენდობა არ აქვს - ადამიანებს კი არა, სიტყვებსაც კი.
წავიკითხავთ და უცებ გადავფურცლავთ.
წავიდა ედუარდი, ფრთხილი ღიმილით და მუდამ წყლიანი თვალებით.
სულ ჩრდილში იდგა.
გამარჯობასაც ისე მორიდებით იტყოდა, ბოდიში გეგონებოდა.
კაცი, რომელიც არსად ჩანდა და ყველგან იყო - შეკეთებულ ფანჯრებში, ურდულებში, ნათურებში, კედლებზე.
და დარჩება კიდეც.
ეს ბიბლიოთეკა ედუარდ მოდუსია და უნდა იყოს კიდეც - აბა, მე რა, მე და ჩემნაირები წავალთ და წამოვალთ.
და კიდევ: ედუარდი აუცილებლად შეხვდება ღმერთს.
ჩრდილში იდგება იქაც და ღმერთი გამოიხმობს.
ერთი ეგ არის, იქ შესაკეთებელი რა იქნება, არ ვიცი,“ - წერს გიორგი კეკელიძე.
დღის სხვა ამბები:
🔵 საქართველოს პრეზიდენტი: პანდემიამ დააზარალა კინო და დააზარალა მაყურებელი
1741096076
მსოფლიოსერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს, დაშავებულია ორი დეპუტატი
სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს. დაშავებულია ორი დეპუტატი. მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს გულის შეტევა დაემართა და ამჟამად მისი მდგომარეობა...
1741096008
მსოფლიო„დროა, აშშ-მა დატოვოს ალიანსი“ - ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან - fox news
ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ იტყობინება. სენატორმა მაიკ ლიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი მსგავს იდეას. ლონდონში ნატოს მოკავშირე...
1741095905
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...
1741095859
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს
რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...
1741095797
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...