"ჭრილობა მიაყენა ყელსა და ლოყაზე" -კოვიდპაციენტმა კოვიდ კლინიკაში მორიგე ექთანი დაჭრა

"პაციენტმა ექთანს სახის მიმდებარედ 2 ჭრილობა მიაყენა – ერთი ლოყის არეში, სადაც მას შვიდი ნაკერი დასჭირდა და რამაც დააზიანა სანერწყვე ჯირკვალი, ხოლო მეორე – ყელის არეში", - ამის შესახებ "ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის" თავმჯდომარე სალომე ლოლუამ "მედიაცენტრ მთავარში" სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სალომე ლოლუამ აღნიშნა, ზოგადად, პანდემიის პერიოდში მედპერსონალზე თავდასხმისა და მათი შეურაცხყოფის ფაქტები გახშირდა.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა კი გასული წლის 21 დეკემბერს მოხდა.
"დილის 5 საათზე, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ექთანმა შემოვლის დროს შეამჩნია, რომ პაციენტი წუხდა.
დაინტერესდა პაციენტით, მივიდა მასთან, მიაწოდა ჟანგბადის ნიღაბი და უნდოდა მისთვის სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია განესაზღვრა.
დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად და სწორედ ამ დროს, პაციენტმა ის დაიჭირა კისრით და ყელის მიმართულებით, რამდენჯერმე ბასრი იარაღით დაარტყა", – განაცხადა სალომე ლოლუამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ეს პაციენტი 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ინტენსიურ განყოფილებაში.
ექთანსაც რამდენჯერმე მოუწია ამ პერიოდში მორიგეობა, ზრუნავდა პაციენტზე", – ამბობს ლოლუა და დასძენს, რომ ამ ეტაპზე ასოციაცია თავს იკავებს პაციენტის, ექთნისა და კლინიკის დასახელებისგან.
მისივე თქმით, კაცი ამჟამად გადაყვანილია მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.
სხვა სიახლეები:
🔳 მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა სერტიფიცირება გაიარა
1741605516
ახალი ამბები11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...
1741604917
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი
„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...
1741602716
ახალი ამბებისაქართველოში ტემპერატურა +25 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 11-13 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 1...
1741601626
მსოფლიოგერმანიის რკინიგზამ მატარებლების დაგვიანებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა
კონცერნმა „გერმანიის რკინიგზამ“ (Deutsche Bahn) 2024 წელს მატარებლების დაგვიანებისა და გაუქმებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ეს რეკორდული ოდენო...
1741598279
ახალი ამბებიგოგა ხაინდრავა: ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი!
ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი! - წერს სოციალურ ქსელში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა. „თქვენ რომ „ევროპულ" მომავალს იცავთ, ის გზა გლდანის ციხეში იწყება, ევროსკავშირის...