"დედა ძალიან ცუდად ვარ, ობიანი შავი პური გავიყოთ, ოღონდ შენთან წამიყვანე-მეთქი" - მსახიობი ლაშა გურგენიძე ბავშვთა სახლში ყოფნის პერიოდზე

მსახიობი ლაშა გურგენიძე გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო, სადაც ბავშვობის მძიმე პერიოდზე და სიღარიბის გამო ბავშვთა სახლში ყოფნის პერიოდზე ვრცლად ისაუბრა:
"დედაჩემი ექიმი იყო.
ისე მოხდა, რომ ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი დაიხურა, დარჩა უმუშევარი.
შავი პურიც კი არ გვქონდა სახლში.
ასეთი პერიოდიც იყო.
მაშინ ექვსი წლის ვიყავი.
დამისვა და გულწრფელად მითხრა, იცი, რომ მე ეს ყველაზე მეტად არ მინდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს, დროებით, ვიდრე სამსახურს ვნახავ, სახლში მშივრები რომ არ ვისხდეთ, წყნეთის ბავშვთა სახლში უნდა იყოო…
ჩემთვის იყო ძალიან რთული, ვიტირე კიდეც, მაგრამ აბსოლუტურად გავუგე…
დავსხედით და ამაზე ვისაუბრეთ.
დედა ჩემთვის დღემდე ღმერთია, სამყაროზე და საკუთარ თავზე მეტად მიყვარს.
დავთანხმდი ამას.
დაახლოებით თვენახევარს გაგრძელდა ეს ყველაფერი.
იქ ვიყავი ძალიან ცუდად.
სულ მენატრებოდა.
რა თქმა უნდა, მოდიოდა, მნახულობდა, ვურეკავდი კიდევაც, ვეუბნებოდი, მალე წამიყვანე აქედან, შენთან ყოფნა მინდა-მეთქი…
ერთ დღეს ყარაულის ჯიხურში შევიპარე, სადაც ტელეფონი იყო და იქიდან დავურეკე.
დედა, ძალიან ცუდად ვარ, გთხოვ, წამიყვანე-მეთქი.
რატომ, რა გჭირსო, სიცხე მაქვს-მეთქი, ვუპასუხე.
რამდენი გაქვსო, მეგონა, რაც უფრო მაღალ სიცხეს ვიტყოდი, მით უფრო კარგი იქნებოდა და 42-მეთქი.
ის ერთი ნაჭერი ობიანი შავი პური გავიყოთ, ოღონდ შენთან წამიყვანე-მეთქი…
მეორე დილას ამოვიდა, ბევრი ვისაუბრეთ ამაზე.
მერე ნახა სამსახური და წამომიყვანა.
მუშაობდა, მთელი ღამე კერავდა, სულ რაღაცას იგონებდა, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო გვქონოდა, რადგან მარტო მე და დედა ვიყავით…", - აღნიშნა მსახიობმა.
სხვა სიახლეები:
1741705058
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს უსამშობლო აგენტების გაერთიანებასთან საქმე, რომლებიც თავისით ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. რა დავალებასაც მიიღებენ თავიანთი დამკვეთებისგან, მას შეასრულებენ
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობა - არ მონაწილეობას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს უსამშობლო აგენტების გაერთიანებასთან საქმე, რომლებიც თავისით ვერ ი...
1741703498
მსოფლიოთეთრი სახლი: პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა
თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ „50 გამარჯვების სია“ გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ მიღწევად წერია, რომ მან უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა. „პრეზიდ...
1741703454
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე, მით უფრო ჯანსაღად განვითარდება ქვეყანა იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები
ყველა გუნდს სჭირდება ოპონირება, ოღონდ ოპონირება უნდა იყოს ჯანსაღი და არა აგენტურული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, რომელიც...
1741702225
საზოგადოება11-12 მარტს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფ...
1741701596
საზოგადოებაპაკისტანელმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს
პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში შეიარაღებულმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს, მძღოლი კი დაშავდა. ამის შესახებ AFP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც უცხოუ...