დედა ონკოლოგიურის პაციენტი იყო...მამა უმისამართოდ გაქრა - კეთილი ადამიანების იმედად დარჩენილი ბიჭის ისტორია

მამა პეტრე კოლხი, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთი ბიჭის სევდიან ისტორიას აქვეყნებს.

„მერვე კლასში იქნებოდა, როცა მისი მეგობრები საახალწლოდ ემზადებოდნენ და მთელი ჟრიამული ჰქონდათ საკლასო ოთახში… ერთმანეთისთვის საჩუქრები უნდა მოემზადებინათ და საზეიმო ნაძვის ხის ქვეშ დაეწყოთ… გიგი ბოლო მაგიდასთან იჯდა და დაფიქრებული ფანჯარას გაჰყურებდა… აკვირდებოდა თოვლის პირველი ფიფქები როგორ ეცემოდა მინაზე, მისი კლასელები ღია ფანჯრიდან როგორ ლამობდნენ გაშლილი ხელის გულებით ფანტელების გამოჭერას. გიგი ძალიან მეგობრული, თავაზიანი და მოკრძალებული იყო, დიდად არ უყვარდა მისი განცდების აფიშირება… დარდს კი იმხელას დაატარებდა, ნაადრევად დაბერებულ შუბლზე მთელი მისი სატკივარი ეწერა…

მამა უმისამართოდ გაქრა… დედა ონკოლოგიურის პაციენტი იყო და სამკურნალოდ იმდენი მედიკამენტები სჭირდებოდა, ნათესავები და ახლობლები რომ არა, დიდი ხნის წინ იქნებოდა გარდაცვლილი…

არ ჰქონდა საზეიმო მიზეზი გიგის, მაგრამ მეგობრების სიყვარულით გულიანად გაიღიმებდა…

დაბადების დღეებზე, ღონისძიებებზე, ისე უთქმელად შეუგროვებდნენ თანხას, თქმაც არ სჭირდებოდა, თუმცა ეს იმდენად ეუხერხულებოდა, ხშირად ფიქრობდა სკოლაში არ ევლო…

ჰოდა, ახლაც ახალი წელი დგებოდა, საჩუქრების, ხარჯების, მიმოსვლების სეზონი…

ასაკით პატარა იყო, მაგრამ გარშემო ხშირად იტყოდნენ, როგორი დაბრძენებული ბიჭია ჩვენი გიგიო…

ჰო, ცხოვრების სტილს გააჩნია, ზოგი დაბადებიდან ბრძენია, ზოგიც საუკუნეს ისე მოკეცავს, სიბრძნე გვერდითაც არ ჩაუვლის…

თავის ტკივილი მოიმოზეზა და სახლში ბოლო გაკვეთილიდან წავიდა…

დედა ლოგინში იწვა, მეორე დღეს ახალი წელი დგებოდა… დიდად არც მოსამზადებელი ჰქონდათ რამე…

გოზინაყით და მოხარშული გოგრით მეზობელმა მოიკითხა, თათარას თვითონ მოამზადებდა, დედის კარნახით…

ბოლო გაკვეთილი დამთავრდა, კლასელებმა მოისაკლისეს გიგი და უთქმელად ყველაფერს მიხვდნენ, რომ თავის ტკივილი მხოლოდ მიზეზი იქნებოდა.

გეგმები შეცვალეს და ღამის თორმეტ საათზე გიგის სახლს  მიადგნენ…

მანამდე არასდროს ჰქონია ასე კარგად დასამახაოვრებელი ახალი წელი გიგის…“,-დაწერა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, პეტრე კოლხმა.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵რა უნდა გვქონდეს და არ უნდა გვქონდეს 2022 წლის საახალწლო სუფრაზე - აუცილებლად გასათვალისწინებელი წესები

🔵ვინ არის და რას საქმიანობს მიხეილ სააკაშვილის რძალი, რომელიც კამერების წინ არასდროს ჩნდება - ედუარდ სააკაშვილის ცოლის იშვიათი ფოტოები

🔵ყველაზე საშიში ადგილები მსოფლიოში - ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741079387

საზოგადოება

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც აშშ-ის ფლოტში ყველაზე დიდ გემს გაუწევს კონკურენციას

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველაზე დიდ გემს ამერიკის ფლოტში – ამის შესახებ აღნიშნულია „ენბისი ნიუსის“ სტატიაში. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, გ...

ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდი

1741078518

საზოგადოება

ლევან მახაშვილი - მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია

მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვ...

ლევან მახაშვილი

1741077851

ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდ...

ააა

1741075487

საზოგადოება

საქსტატი - თებერვალში ყველაზე მეტად, 15.4 პროცენტით, ზეთი გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რ...

საჭმელი ზეთი

1741074777

მსოფლიო

CNN: ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

ჩინეთის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინური პროდუქციისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების საპასუხოდ ამერიკულ საქონელზე საპასუხო გადასახადებს დააწესებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკ...

ჩინეთის დროშა