დეკანოზი შალვა კეკელია ვაშაძის მიერ გიორგობის მილოცვაზე: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს შუბს ურტყამს, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, სადამდე არიან დასულები?!

გუშინ მანახეს ასეთი რამ: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს წმინდა გიორგი შუბს ურტყამს. სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, წარმოიდგინეთ. სადამდე არიან ეს ხალხი დასულები?! - ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქადაგებისას განაცხადა.

დეკანოზი გამოეხმაურა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ გამოქვეყნებულ ქარდს, სადაც წმინდა გიორგი, შუბს ურტყამს შავ წერტილს, რომელიც ოპოზიციისთვის არჩევნების გაყალბების სიმბოლოა.

მან აღნიშნა, რომ წმინდა გიორგის გაშარჟება აქამდე არავის გაუბედავს როგორც დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, გიორგობის დღესასწაულზე ლოცვაზე დასწრების ნაცვლად, ქრისტიანი ადამიანები აქციაზე იმყოფებოდნენ.

„ჩვენთვის, ჩვენი რჯული არის ყველაზე მთავარი და წმინდა გიორგი ამ რჯულის გამო ნაკუწებად აქციეს, იმიტომ, რომ მან თავისი რჯული არ უარყო. ამიტომ, ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ სხვა ჯიში და სხვა რჯული გვაქვს, ვერ გაიგეს ეს.

გუშინ, წმინდა გიორგობის დღესასწაულზე, იმის მაგივრად, რომ ლოცვაზე ყოფილიყვნენ ადამიანები, მიტინგზე იყვნენ. უბრალოდ, ქრისტიანებისგან ვერ ვიჯერებ ამას, გიორგობაა, შაბათის ლოცვა ტარდება და შენ თუ ქრისტეს და წმინდა გიორგის არ შეიყვარებ, ვინ შეგეწევა? წმინდა გიორგის გარდა, ვინ შეგეწევა? ქართველები დღემდე ვინ მოგვიყვანა? რომ არ ყოფილიყო წმინდა გიორგი, დიდგორს, შამქორს, ბასიანს მოვიგებდით? წმინდა გიორგის, ღვთისმშობლის გარეშე ჩვენ რამეს შევძლებდით? ვიღაცების იმედი გვაქვს, ჩვენ წმინდა გიორგის იმედი უნდა გვქონდეს, ღვთისმშობლის იმედზე უნდა ვიყოთ.

გუშინ ვფიქრობდი, ნუთუ სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგის გაშარჟება არავის გაუბედავს. ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ და დღეს, იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს“ - განაცხადა დეკანოზმა ქადაგებისას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1732433757

სოციალური მედია

📸 ვიქტორ სანიკიძემ შვილი მონათლა - პატარა სანის ნათლიები ბერა ივანიშვილი და გიორგი ამილახვარი არიან

„ქართული ოცნების” დეპუტატმა და ცნობილმა კალათბურთელმა, ვიქტორ სანიკიძემ შვილი მონათლა. ნათლობის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, მაია ბიწაძე ავრცელებს. როგორც ნათლობის კადრებში ჩანს პატარ...

ვიქტორ სანიკიძემ შვილი მონათლა

1732431772

ახალი ამბები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

თბილისის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ნისლის გამო, დაბალი ხილვადობის გამო გამთენიისას რამდენიმე რეისის გადამისამართება გახდა საჭირო, სარეზერვო აეროპორტებში. თბილისის აეროპორტში რეისების მოძრაობა დ...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

1732428350

საზოგადოება

„ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი, მთებში თოვა და ქარბუქი“ - მეტეოროლოგი უახლოესი დღეების ამინდზე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოში ტემპერატურა სეზონურ ნორმას აღემატება, ბათუმში ახლა +25 გრადუსია!  ხვალისთვის სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება...

ააა

1732394170

საზოგადოება

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:  მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 სა...

შუქი

1732388748

ჰოროსკოპი

რიტუალი, რაც 24 ნოემბერს ფულის მოსაზიდად უნდა ჩაატაროთ!

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ 24 ნოემბრის დღე საშუალებას იძლევა თქვენს ცხოვრებაში ფინანსები მოიზიდოთ. ამისთვის მხოლოდ ფურცელი და კალამი დაგჭირდება...

ზოდიაქო - ჰოროსკოპი