"დგას დედაჩემი ტაძრის შესასვლელთან, კუთხეში, ლოცულობს და ტირის" - გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე, ნიკოლოზობის დღესასწაულთან და დედის დაბადების დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"19 დეკემბერი დედაჩემის დაბადების დღეა.
და რადგან ნიკოლოზობაცაა,
დგას დედაჩემი ტაძრის შესასვლელთან, კუთხეში, ლოცულობს და ტირის, რომ მისი შვილი არ ჰგავს სხვების შვილებს, რომელთაც უკვე შვილები ჰყავთ და იმ შვილებთან ერთად ტაძარშივე დგანან.
მისი საამაყო შვილი, რომელიც მეზობლებმა გუშინ ტელევიზორში ნახეს და მეზობლებს უკვირთ, რატომ ტირის დედაჩემი, როცა მისი შვილი გუშინ ტელევიზორში ნახეს.
ეს მე ვიცით და დედაჩემმა.
დედაჩემი ძალიან გამხდარია, თითქოს ჩრდილიც დაეკარგა - ისე. გამხდარია და ტირის.
დედაჩემმა წერა მასწავლა.
ღამეს ვათენებდით, რომ ყველაზე ლამაზი ასოები გამომეყვანა და დედაჩემმა იცის, რომ დღეს საშინლად ვწერ. დედაჩემმა ლექსები მასწავლა და დედაჩემმა იცის, რომ დღეს არცერთი მახსოვს ზეპირად. დედაჩემმა ლოცვა მასწავლა, ღმერთი მასწავლა და დღეს ჩემ მაგივრად, მის წინ ჩემი კლასელები დგანან და ლოცულობენ.
მაპატიე დედა და გილოცავ!",-წერს კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - კრიტიკული დღე იქნება
🔵პრეზიდენტმა დევნილ ბავშვებს აორბელიანის სასახლეში უმასპინძლა (ფოტორეპორტაჟი)
1741096366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...
1741096076
მსოფლიოსერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს, დაშავებულია ორი დეპუტატი
სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს. დაშავებულია ორი დეპუტატი. მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს გულის შეტევა დაემართა და ამჟამად მისი მდგომარეობა...
1741096008
მსოფლიო„დროა, აშშ-მა დატოვოს ალიანსი“ - ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან - fox news
ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ იტყობინება. სენატორმა მაიკ ლიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი მსგავს იდეას. ლონდონში ნატოს მოკავშირე...
1741095905
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...
1741095859
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს
რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...