ემზარ კვიციანი: პატრიარქს ვუთხარი, რომ ოქრუაშვილი აპირებდა ხეობაში ძალების შემოყვანას, პატრიარქმა მითხრა, არ შეგეშვებიან, სანამ კოდორი არ ჩაჰბარდება, აფხაზეთი მიცემულიაო, მას მეტი ინფორმაცია ჰქონდა

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში უშიშროებაში ჩანერგილი ადამიანები, ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. მოიყვანეს, რადგან პირობა ჰქონდა დადებული, კოდორის ხეობას ჩააბარებდა უმტკივნეულოდ, - განაცხადა კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა, ემზარ კვიციანმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“.
მან კოდორის ხეობასთან დაკავშირებით, 2006 წელს პატრიარქთან საუბარი გაიხსენა.
„შევედი პატრიარქთან, ჩვენს უწმინდესთან, პირველ რიგში, მინდოდა კურთხევა, დედაჩემის დასაფლავება მინდოდა იქ, სადაც ავაშენეთ ეკლესია ჩვენმა საძმომ და სამეგობრომ, არ მირჩია და, მოკლედ, კურთხევა მომცა, სადაც უნდა დამესაფლავებინა დედაჩემი. მეორე ვუთხარი, თქვენო უწმინდესობავ, ოქრუაშვილი და დღევანდელი ხელისუფლება აპირებს კოდორის ხეობაში თავდაცვის ძალების შემოყვანას-მეთქი, რაც აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს და ამ კონფლიქტში რუსები იქნებიან მართლები, რადგან არსებობს 94 წლის შეთანხმება, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი, ამას გამოიყენებენ და რუსებს მიეცემათ ლეგიტიმაცია, რომ შემოვიდნენ ხეობაში. მერე გაითამაშებენ ჩვენები-მეთქი, ვითომ რუსებს ვერ შევებრძოლეთ, დატოვებენ ტერიტორიას და გაიქცევიან, იყო უკვე ასეთი შემთხვევა ჩემთან, როგორ გამექცა ყველა იქიდან, იმიტომ, რომ დაგვეტოვებინა იქაურობა. ფაქტებიდან გამომდინარე ვხვდებოდი ამას.
პატრიარქი წამოდგა, ადგომას ვაპირებდი, იჯექიო. მოვიდა, მომადო მარცხენა ლოყაზე ხელი: „ემზარ, შვილო, გაკურთხოს უფალმა, არ შეგეშვებიან, სანამ კოდორი არ ჩაბარდება, აფხაზეთი მიცემულია“. სიტყვასიტყვით. მას ბევრად დიდი ინფორმაციები ჰქონდა მაშინაც, ვიდრე მე და ვინმეს გვქონდა. მე ვუთხარი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ რამენაირად კიდევ გაგრძელდეს კოდორის ხეობის შენარჩუნება რამდენიმე წლით, რომ იქნებ გვეღირსოს ისეთი მთავრობა, რომელსაც ენდომება ბოლოსდაბოლოს კოდორის ხეობის შენარჩუნება და აქედან მუშაობა უკვე აფხაზებზე. თან აწყობილი იყო ყველაფერი. ნებისმიერ დროს, როცა გინდა, მაშინ მოვიყვანდი აფხაზებს, დავსვამდი და ვალაპარაკებდი. გამოაგზავნეს არძინბა ლევანი ჩვენთან აქ და მე დავხვდი გადმოსასვლელში, რაც იყო გზავნილი აფხაზებიდან, ერთობლივი ჯგუფი გავაკეთოთ და დავიცვათ ჩვენი სამშობლო ერთად, აფხაზებმა და ქართველებმაო. აქედან წასული ერთ თვეში საკუთარ ჭიშკართან ჩაცხრილეს. აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში უშიშროებაში ჩანერგილი ადამიანები, ერთობლივად მოქმედებდნენ, ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. რატომ მოიყვანეს? იმიტომ, რომ პირობა ჰქონდა დადებული, კოდორის ხეობას ჩააბარებდა უმტკივნეულოდ“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.
1743521275
საზოგადოებაპარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილ...
1743520361
ახალი ამბებილევან დავითაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანა...
1743519323
საზოგადოებაგია ვოლსკი: რასაკვირველია რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა!
რასაკვირველია, რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხ...
1743518438
ახალი ამბებილევან გიგინეიშვილი: უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია
უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა, ცხადია, პირველი გარკვეულწილად ესაფუძვლ...
1743517821
სპორტიევროპის ჩემპიონატისთვის, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-13 აპრილს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე პირველები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: 57 კგ | რ...