ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი: იღებს მხოლოდ დასაძინებელ აბებს, ავადმყოფს ამ დაწესებულებაში არ უნდა მკურნალობა

"მიხეილ სააკაშვილს ხელის კანკალი აღენიშნება და მდგომარეობა საკმაოდ სახიფათოა",- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს დაგეგმილია ექსპერტიზა, რომელსაც თავადაც დაესწრება.

როგორც ყიფშიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე დღეა, არ გაუკეთებია არანაირი სამედიცინო ტესტები.

" გამოიყურება მხნედ, მაგრამ არის სუსტად. არავითარ სამედიცინო დახმარებას არ იღებს, იღებს მხოლოდ ერთ ცალ დასაძინებელ წამალს და გლუკოზის აბებს დაახლოებით ორ-სამ ცალს დღეში.

დაზიანებებთან დაკავშირებით აქვს თუ არა, ვერ გეტყვით, ეს არ მინახავს.ტრავმატოლოგის ჩართვა საჭირო არაა.

დანიშნულია ექსპერტიზა, რომელსაც ალბათ მეც დავესწრები დღის პირველ ნახევარში. რაც ყველაზე სავალალოა, არავითარი კონტაქტი პრეზიდენტსა და ამ ორგანიზაციის ექიმებს შორის არ არსებობს, ნდობა არაა, არ იღებს ტაბლეტებს და არ იღებს ტესტებს და მდგომარეობა საკმაოდ სახიფათოა.

ტომოგრაფიის აპარატი არაა დამონტაჟებული და მხოლოდ კომპიუტერულ ტომოგრაფიის აპარატში არაა საქმე, ავადმყოფს არ უნდა აქ მკურნალობა.

გარკვეული ტრემორი, ხელის კანკალი აღენიშნება, მაგრამ ვერ გეტყვით, რის გამოა ეს. მდგომარეობა საკმაოდ სახიფათოა", – განაცხადა ყიფშიძემ.

ამავე თემაზე:

📌 "სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და ცალკეული მოქალაქეების წინაშე" - ირაკლი კობახიძე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741073286

ახალი ამბები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა. „მივიღეთ გადაწყვეტილ...

ელისო ბოლქვაძე

1741071610

მსოფლიო

იაპონიაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანებულია სულ მცირე 84 სახლი

იაპონიაში, უკვე ერთი კვირაა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ქალაქ ოფუნატოს ტყეში დამწვარია 2 100 ჰექტარი. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, დაღუპულია ერთი ადამიანი, სულ მცირე 84 სახლია დაზიანებული, ხოლო 1 200...

იაპონიაშიაპონიაშ

1741070616

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მი...

ირაკლი კობახიძე

1741067507

ახალი ამბები

„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე

„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...

გიორგი ურუშაძე:

1741065872

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - Reuters

თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი ნათ...

დონალდ ტრამპი