"ერთი ასანთის გაკვრა და მოგებული აქედან ვეღარავინ გამოვა" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი და ფსიქოსოციალური დახმარების ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს.
ფსიქოლოგი ქვეყანაში დღეს მიმდინარე პროცესებზე წერს და პარალელს 90-იანი წლების საქართველოს მოვლენებთან ავლებს, რომლის შედეგები მისი თქმით, "ყველა ჩვენგანზე აღიბეჭდა".
"ვინც არ ვაპირებთ ერთმანეთის ხოცვას, ილუზია გვექმნება, რომ ბეწვის ხიდი არ არის.
სინამდვილეში, სამოქალაქო დაპირისპირებას მთელი ქვეყნის ჩართულობა არ სჭირდება.
90-იანებში რუსთაველზე 1%-იც კი არ მონაწილეობდა სისხლისღვრაში, მაგრამ შედეგები, ყველა ჩვენგანზე აღიბეჭდა.
ერთი ასანთის გაკვრა და მოგებული აქედან ვეღარავინ გამოვა. სისულელე ფუფუნებაა, რომელიც ჩვენ აღარ გვაქვს, ლიმიტი კარგა ხნის წინ ამოვწურეთ.
შეთანხმება უნდა შედგეს.
სააკაშვილის პირობა, რომ შეწყვეტს შიმშილობას, თუ ჰოსპიტალში გადაიყვანენ და მელიას პირობა, რომ ალყას არ დაარტყამენ საავადმყოფოს, ნაბიჯია, რომელსაც მთავრობისგან შემხვედრი ნაბიჯი უნდა მოჰყვეს.
რაცა ვართ, ესა ვართ, სხვა ქვეყანა არ გაგვაჩნია. ან ერთად გადავრჩებით, ან ვერ გადავრჩებით.
ყველა მხარის მოვალეობა თანაბრადაა, ახალი ტრავმა არ მივაყენოთ ჩვენი შვილების თაობას და ნაკლებად ვაყურებინოთ, რა სულელები ვართ. რასაც ისედაც ხედავენ, საკმარისზე მეტია მათში ნიჰილიზმის განვითარებისთვის", - წერს ფანჯიკიძე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. იგი ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა, გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 "სააკაშვილი უპირობოდ იმყოფება გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშ" - ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული ჯანდაცვის სამინისტროს ღია წერილით მიმართავს
🔲 "გაგვაგებინეთ რა ხდება, ვის დავუჯეროთ და რისი მოლოდინი გვქონდეს" - ექიმი გია გვარამია გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მომუშავე კოლეგებს მიმართავს
1741010539
მსოფლიოტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...
1741006710
ახალი ამბები„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი
ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...
1741005544
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...
1741003361
საზოგადოებაეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური ონლაინგამოფენა მიუძღვნა
კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, სპორტული კომენტატორის, ეროსი მანჯგალაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მიუძღვნა. საქართველოს ეროვ...
1741001817
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: სამი წლის განმავლობაში უამრავი სირთულე გავიარეთ და საქართველოს მოქალაქეებს ეს ყველაფერი კარგად ახსოვთ, ჩვენი პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა უალტერნატივოა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა უალტერნატივოა. მაჭავარიანის თქმით, „ქართულ ოცნებას“ რომ გადაედგა ის ნაბი...