„ეს უაპელაციო ტონია, რომ აღიზიანებს ბევრს, რის გამოც ხალხი სახლში რჩება და არ გამოდის, ცოტა გეფიქრათ "ზოგიერთებს" არ იქნებოდა ურიგო“

„კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ფეისბუკის პირად გვერდზე რუსთაველის გამზირზე ჩატარებულ აქციასთან დაკავშირებით მოსაზრებას ავრცელებს.
„ეს განსხვავებული აზრის მიუღებლობა რა უბედურებაა, ზუსტად ეს უაპელაციო ტონია, რომ აღიზიანებს ბევრს, რის გამოც ხალხი სახლში რჩება და არ გამოდის, ცოტა გეფიქრათ "ზოგიერთებს" არ იქნებოდა ურიგო.
არავინ არის ვალდებული მოიწონოს ზუსტად ის რაც "რამდენიმეს" მოეწონა!!!
რა უბედურებაა ეს , ან რატომ უნდა მისცენ ადამიანებმა თავს უფლება რომ აზრის არ გაზიარება, ან გეგმის არ მოწონება, მიიღონ მტრულ კრიტიკად, რა კულტურაა ეს, საიდან ეს ამხელა ამპარტავნული ამბიცია, ვფიქრობ სამარცხვინოა, დიდ შეთანხმებაზე ვსაუბრობთ და პოლიტიკოსები ფბ კედლებზე " ტროლებით" ესაუბრებიან ან "ნათესავებით " ელემენტარული განსხვავებული აზრის გამო..... ასე "ქვევით "არ ვყოფილვართ მგონი არასდროს ?! სხვა აზრი რომ გაქვს, ეს "ღლიცინი და ქილიკი "არ არის, ეს განსხვავებული აზრია და კიდევ ღელვა, რადგან ვნერვიულობთ იმის გამო, რომ ვიღუპებით, კატასტროფაშია ქვეყანა, ოჯახებია "დაქცეული" და ამიტომ ერთმანეთის აზრს უნდა ვიზიარებდეთ ან ვეკითხებოდეთ და არ უნდა გვეგონოს რომ ყველაფერი იცი მხოლოდ " შენ", ამის კულტურა რომ გვქონოდა უკეთ იქნებოდა ჩვენი საქმე, "აქოჩრილი" ამბიცია ცუდია და დამღუპველი ცოტა გამაღიზიანებელიც ....... "
სულ ზევით ზევით, მაღლა და მაღლა" ასე გვევლოს რა, სულ ნუ "დავქვეითდებით "! უხერხულია.
ეჰ არა უშავს, როგორც ჯანსუღი იტყოდა " გულის მკურნალი მხოლოდ გულია" ....ჰო ასეა და არა ცრუ პოლიტიკა!“, - წერს პოლიტიკოსი.
ასევე საინტერესოა:
🔵 მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური მიმართვა
🔵 ემიგრანტი ჟურნალისტი: ფილმებში გადმოცემული და რეალური ამერიკა სხვადასხვაა
1741011697
მსოფლიოგერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...
1741010539
მსოფლიოტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...
1741006710
ახალი ამბები„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი
ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...
1741005544
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...
1741003361
საზოგადოებაეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური ონლაინგამოფენა მიუძღვნა
კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, სპორტული კომენტატორის, ეროსი მანჯგალაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მიუძღვნა. საქართველოს ეროვ...