"ეს ვიდეოები ბევრ კითხვის ნიშანს სვამს და არის სამწუხარო" - ევროკავშირის ელჩი სააკაშვილის ვიდეოჩანაწერებზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელებას გამოეხმაურა.
ელჩი აღნიშნულ ფაქტს სამწუხაროს უწოდებს.
"ეს ვიდეოები ბევრ კითხვის ნიშანს სვამს და არის სამწუხარო იქიდან გამომდინარე, რომ ხელს არ უწყობს სიტუაციის განმუხტვას. მისი გაშვების მიზანი არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო ყურადღების ცენტრში - ეს არის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
11 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ასახავენ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას რუსთავის მე-12 ციხიდან, გლდანში მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
აღნიშნულ კადრებს, საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერების გავრცელებით, პატიმრის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაირღვა.
ცნობისთვის, ვიდეოჩანაწერების გავრცელების კანონიერებაზე მოკვლევა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს და იგი დაკავების დღიდან შიმშილობს. ის ამჟამად სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.
11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, ერთი პირობით - თუ მას მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა.
ამავე თემაზე:
🔵 ომბუდსმენი: შეწყვიტეთ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა
🔵 ნიკა გვარამია: რაც ვნახეთ, ამის აღწერა შეიძლება - "არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ-ყორნებს ეომებოდა"
1740840318
ახალი ამბები„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...