FAO: მცენარეული ზეთის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის ხუთი ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი და ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, იანვარში 1.1 %-ით გაიზარდა და 135.7ქულა შეადგინა.

იანვრის თვეში, FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა, საერთო ჯამში, უმნიშვნელოდ, 0.1%-ით მოიმატა დეკემბერთან შედარებით.

ხორბლის ფასმა მსოფლიო ბაზრებზე დაიწია 3.1%-ით,რაც ავსტრალიასა და არგენტინაში ხორბლის უხვი მოსავლით არის გამოწვეული. სიმინდის ფასი გაიზარდა 3.8%-ით. ამ მაჩვენებელზე სამხრეთ ნახევარსფეროში ნალექის ნაკლებობა და გვალვის საშიშროება მოქმედებს.

გაიზარდა ბრინჯის ფასიც და, დეკემბერთან შედარებით,3.1%-ით მოიმატა. FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსმა, წინა თვესთან შედარებით, 4.2%-ით მოიმატა და ისტორიულად რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ფასმა პალმის, სოიოს, რაფსის და მზესუმზირის ზეთზე. პალმის ზეთის შემთხვევაში, ფასები ინდონეზიიდან ექსპორტის შემცირების მოლოდინის გამოა გაზრდილი, რაფსის და მზესუმზირის ზეთებზე ფასების ზრდა კი მომატებული მოთხოვნის და შემცირებული მარაგითაა განპირობებული. ყველა სახეობის ზეთის ფასზე მოქმედებს ნავთობის გაძვირებაც.

FAO-ს რძის პროდუქტების ფასის ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 2.4 %-ით გაიზარდა, წინა წლის იანვართან შედარებით კი - 18.7%-ით. გაძვირება, უმეტესწილად, რძის ფხვნილის და კარაქის ფასებს შეეხო და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში წარმოების კლებით და ოკეანიის ქვეყნების მიწოდების შემცირებული მაჩვენებლით არის გამოწვეული. რძის ნაწარმის ფასზე COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის შედეგად სატრანსპორტო შეფერხებები და მუშა ხელის ნაკლებობაც მოქმედებს.

FAO-ს ხორცის ფასის ინდექსი დეკემბერთან შედარებით უმნიშვნელოდ გაიზარდა, 2021 წლის იანვართან მიმართებაში კი ზრდამ 17.3%-ს მიაღწია. ფასების ზრდაზე ზეგავლენას ახდენს მაღალი საერთაშორისო მოთხოვნა, განსაკუთრებით, ბრაზილიასა და ოკეანიის ქვეყნებში მსხვილფეხა რქოსანთა ხორცის ექსპორტის მოლოდინის შემცირება.

ღორის ხორცის ფასმა უმნიშვნელოდ მოიმატა. შემცირებულია ცხვრის და ფრინველის ხორცის ფასი, რაზეც მაღალი საექსპორტო შეთავაზება, პანდემიის გამო, ტრანსპორტირების შეფერხებამ და ფრინველის ხორცის მწარმოებელ რიგ ქვეყნებში ფრინველის გრიპის გავრცელებამ გამოიწვია.

3.1%-ით შემცირდა FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით. შაქრის ფასი უკვე მეორე თვეა მცირდება და გასული ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. შაქრის გაიაფებაზე ინდოეთსა და ტაილანდში უხვი მოსავალი და ბრაზილიაში წამოსულმა წვიმებმა იმოქმედეს.

ასევე საინტერესოა:

🔵 „უამრავი ადამიანი იტანჯება, ცდილობს წავიდეს თურქეთში სამკურნალოდ, ყიდის სახლს, მეგობრები ფულს უგროვებენ“ - მერაბ მეტრეველი მთავრობას მიმართავს

🔵 რომელი ქვეყნებიდან დააბრუნეს უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები

🔵 „სააკაშვილის "პროგრამა" წავიკითხე, ცხვრის ფარა ჰგონია ხალხი“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730732107

საზოგადოება

წყალს არ ვსვამ და არასდროს დამილევია - სალომე გოგიაშვილი

ტელეჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი „დღის პოსტის“ სტუმარი იყო სადაც ბევრ საინტერესო დეტალზე ისაუბრა. როგორც იგი ამბობს შოპინგი მისთვის თერაპიაა.  „საყიდლებზე ხშირად დავდივარ და ძირითადად მარტო. შემიძლია,...

 სალომე გოგიაშვილი

1730726771

საინტერესო ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7280 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7264 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1730723833

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ და ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგ...

გიორგი კალანდარიშვილი ENEMO-ს შეხვდა

1730723609

საზოგადოება

თოვლი, ქარბუქი, შტორმი ზღვაზე - 5 ნოემბრის მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ასევე ქარბუქი. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასა...

ზოგადი

1730720148

სოციალური მედია

„ერთადერთი გზა, ღმერთი და ეკლესიაა...“ - როგორ უმკლავდება სირთულეებს ნინი ქარსელაძე?

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იგი ქმარს დაშორდა. ინფორმაცია ამის შე...

ნინი ქარსელაძე