„უამრავი ადამიანი იტანჯება, ცდილობს წავიდეს თურქეთში სამკურნალოდ, ყიდის სახლს, მეგობრები ფულს უგროვებენ“ - მერაბ მეტრეველი მთავრობას მიმართავს

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, ინიციატივით გამოდის და მთავრობას მიმართავს, აწარმოოს მოლაპარაკებები თურქეთის მხარესთან, რათა აშენდეს კლინიკა აჭარაში და პაციენტებს აღარ მოუხდეთ თურქეთში წასვლა სამკურნალოდ.
„რა ამის პასუხია და რატომ არ შეიძლება ჩვენი მთავრობა "აჯიბადენის" ან რომელიმე ცნობილ თურქულ კლინიკას დაელაპარაკოს (სადაც ქართველები დადიან სამკურნალოდ) და სადმე ბათუმში, ან გონიოში 1 ლარად გადასცეს მიწა, რათა იქ თავიანთი კლინიკის ფილიალი ააშენონ, სადაც იმ სტანდარტებით უმკურნალებენ როგორც თურქეთში და ის თურქი ექიმები ჩამოვლენ და გააკეთებენ ოპერაციებს, რომელსაც სტამბოლში აკეთებენ.
უამრავი ადამიანი იტანჯება, ცდილობს წავიდეს თურქეთში სამკურნალოდ, ყიდის სახლს, მეგობრები ფულს უგროვებენ, რადგან არც სახელმწიფო და არც კერძო დაზღვევა საზღვარგარეთ მკურნალობას არ ანაზღაურებს, ხოლო ბათუმში ეს კლინიკა ნიშნავს, რომ უკვე იმავე მკურნალობას, რასაც სტამბოლში იღებენ ქვეყნის ტერიტორიაზე მიიღებენ და შესაბამისად საყოველთაო ჯანდაცვაც დააფინანსებს.
სახლების გაყიდვა აღარ მოიწევს ხალხს."აჯიბადენის" ინტერესი ის იქნება, რომ რადგან უკვე მათი კლინიკა საქართველოში იქნება და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაჯდება, ქართველი პაციენტების რაოდენობა გაუათმაგდებათ ანუ ის პაციენტებიც მივლენ, ვისთვისაც აქამდე თურქეთში წასვლა მიუწვდომელი ამბავი იყო.
პლუს სომხეთიდანც შეიძლება ჩამოვიდნენ, აზერბაიჯანიდანაც, ჩრდილოეთ კავკასიიდან. ჰოდა, მოიფიქრეთ ვინმემ მთავრობაში და დაელაპარაკეთ.“, - წერს მერაბ მეტრეველი.
ასევე საინტერესოა:
🔵 რომელი ქვეყნებიდან დააბრუნეს უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები
🔵 სახალხო დამცველი: „ჯანდაცვის სექტორში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა დამძიმდა“
🔵 „სააკაშვილის "პროგრამა" წავიკითხე, ცხვრის ფარა ჰგონია ხალხი“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
1741616542
საზოგადოებაგორში 80 წლამდე კაცი მოკლეს
გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ვოლოგდის დასახლებაში დღეს მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს....
1741612495
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7776 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1741611656
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში
„რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში, რათა საქართველოსთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა შეეჩერებინათ“...
1741610593
ახალი ამბები„ჯგუფებმა, რომლებიც მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციას იყვნენ ამოფარებულები, ახლა გადაინაცვლეს ბალტიისპირეთის მიმართულებით - მათი ამოცანაა, გაგვაშაონ, სანქციები დაგვიწესონ და შემდეგ აგენტურა დასვან აქ“ - ირაკლი ზარქუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ეხმაურება მამუკა მდინარაძის Facebook პოსტს, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი წერს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან...
1741608776
ახალი ამბებიგიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩია...