გადარჩენილები - 15 ადამიანი დღეს ზვავში მოჰყვა

გადარჩენილები - ასე ასათაურებს ფოტოს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს თამარ ღლონტი, რომელიც დღეს საირმე - ბაღდათის დამაკავშირებელ გზაზე იმ დროს გადაადგილდებოდა, როცა ამ მონაკვეთზე მოულოდნელად ზვავი ჩამოწვა.
საირმე - ბაღდათის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი 22 დეკემბერს ჩამოწვა. რასაც სასწაულებრივად გადაურჩა 15 ადამიანი. შემთხვევის დროს გზის აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე ავტომანქანა გადაადგილდებოდა. ყველა მგზავრმა ავტომობილიდან გადმოსვლა დროულად შეძლო.
„ჩვენ ვართ ეს თხუთმეტი კაცი. ვერ მივიღეთ შველა, მაგრამ მშვიდობით დავბრუნდით საკუთარი ფეხით სასტუმროში, ორი ზვავი გადმოვიარეთ. მადლობა ღმერთს ფეხებმა არ გვიმტყუნა“, - წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ღლონტი.
მას შემდეგ, როცა მიხვდნენ, რომ ავტომობილით გზის გაგრძელება შეუძლებელი იყო კილომეტრები გაიარეს ფეხით, სიბნელეში, ყინვასა და ქარბუქში. ახლა, კილომეტრების გავლის შემდეგ, როგორც იქნა სამშვიდობოს არიან.
როგორც „ექსკლუზივიტივის“ ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის პროექტების მენეჯერმა ოთარ რევიშვილმა უთხრა, მომენტალურად ყველა გასასვლელი ჩაიხერგა, მასთან ერთად ზვავის პირისპირ 15 ადამიანი აღმოჩნდა. მათ შორის იყო ორსული ქალი.
„სხვადასხვა ავტომობილით 15-ზე მეტი მგზავრი გადავაადგილდებოდით, მოულოდნელად ყველა გასასვლელი გადაგვეკეტა. დაახლოებით 13:00 საათიდან დავიწყეთ რეკვა 112 -ზე. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანმა დარეკა და შველას ითხოვდა. თითოეულს დაახლოებით 4 ჯერ დაურეკეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ადგილმდებარეობის დასაზუსტებლად, მაგრამ როგორც ვიცით ჯერ არ მისულან შემთხვევის ადგილას სადაც ზვავია ჩამოწოლილი, დაახლოებით 45 წუთის წინ დარეკეს (22 საათი), რომ წამოვიდნენ მაშველები“, - გვიყვება ოთარ რევიშვილი.
ოთარი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ყველა მგზავრი რთული დღის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.
„ჩვენ ახლა ვართ სასტუმრო best western sairmeshi და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ადმინისტრაციას“, - გვითხრა ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის პროექტების მენეჯერმა.
ფოტო: თამარ ღლონტი
ასა
ასევე საინტერესოა:
🔵 ხარაგაულში, საამქროს ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ 10 ადამიანს, სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობენ
🔵 თოვლისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...