"გამევსო ინბოქსი შეკითხვებით, ამიტომ გადავწყვიტე ყველას ერთიანად გიპასუხოთ " - ვის მიმართავს ირინა სარიშვილი

ყოფილი დეპუტატი, ირინა სარიშვილი სოციალური ქსელის მომხმარებლებს, ინფორმაციას უზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ დაანება თავი სიგარეტის მოწევას.
"გამევსო ინბოქსი შეკითხვებით და ვერსიებით სიგარეტის გადაგდებასთან დაკავშირებით.
როგორც ჩანს, ბევრისთვის ეს მართლა სერიოზული პრობლემაა.
ამიტომ გადავწყვიტე ყველას ერთიანად გიპასუხოთ კითხვებზე, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია და არა მგონია სახელმძღვანელოდ გამოდგეს ყველასთვის, რასაც პასუხებიდანაც მიხვდებით.
1. ვეწეოდი ბევრს, მერე ძალიან ბევრს და ამ ბოლო პერიოდში უკვე 4 კოლოფამდე ავიდა დღე–ღამეში.
2. თავის დანებება ჯანმრთელობის გამო არ გადამიწყვეტია. მიზეზი სხვაა და არ მინდა ამაზე ლაპარაკი
3. არანაირი დათქმა, აღთქმა და ფიცი არ დამიდვია და არც ამიკრძალია საკუთარი თავისთვის მოწევა – ასეთ რაღაცებს ვერ ვიტან და უკურეაქცია მაქვს ყოველთვის. უბრალოდ გადავწყვიტე ყოველგვარი პათეტიკის გარეშე.
4. სახლში მიდევს სიგარეტი სრულიად გამიზნულად – ვიცი, მაქვს და მშვიდად ვარ – თუ ვერ გავძლებ, მოვწევ. მეოთხე დღეა “ვძლებ”. ორჯერ სააბაზანოში მოვუკიდე ნაპაზის გარეშე, დავდე და სრული სიმშვიდით ვუყურე როგორ ჩაიწვა.
5. სიგარეტი მარტო ნიკოტინი არ არის, ჩვევაცაა. ამიტომ ტელეფონზე ან ისე საუბრისას პასტა მიჭირავს თითებში, პრინციპში აუნთებელი სიგარეტიც შეიძლება, მაგრამ შორს მიდევს და მეზარება აღება.
ჯერჯერობით სულ ესაა.
ვინც მე მიცნობს, ის კარგად მიხვდება რამხელა გადატრიალებაა ეს ჩემ ცხოვრებაში.
ვერ ვიტყვი რომ თავს უკეთესად ვგრძნობ, მაგრამ სხვანაირად რომ ვგრძნობ, თითქოს რაღაც ახალი დაიწყო, ეს ფაქტია და ამაზე მაგრად ვკაიფობ.
ჰო და კიდევ – საგრძნობლად იმატა თავისუფალმა დრომ და ფულმა … თუ კიდევ რაიმე საინტერესო იქნება ამ პროცესში, აუცილებლად მოგიყვებით .
P.S. სხვათა შორის, ყავას უშაქროდ ვსვამდი ისედაც და უსიგარეტოდაც მშვენივრად წავიდა", - წერს სარიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 რატომ ამბობენ ადამიანები საქართველოში ვაქცინაზე უარს? - უახლესი კვლევის შედეგები
🔲 გიორგი კეკელიძე: მთელი ბიბლიოთეკა შეძრულია, მოულოდნელად გარდაგვეცვალა...
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...