გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე იმსჯელა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

კანონპროექტის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვის კომპეტენციას დაემატება სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ნავთობისა და გაზისა) მართვა და კონტროლის განხორციელება.

კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განმარტებით, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ახლახან პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, წიაღის მართვის საკითხი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში ბრუნდება.

„სწორედ აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე გახდა აუცილებელი ტექნიკური ხასიათის ცვლილების შეტანა „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონის 57-ე მუხლში, რომელიც მარეგულირებელ და ინსპექტირების განმახორციელებელ ორგანოს - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ეხება. წარმოდგენილი ცვლილება ერთმანეთისგან მიჯნავს სახელმწიფო კონტროლს წიაღით სარგებლობაზე და ნავთობისა და გაზის რეგულირებაზე, რომელიც კვლავ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის ქვეშ რჩება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744732609

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

 საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი...

ყაველაშვილჯ

1744730265

ახალი ამბები

ალექსანდრე ტაბატაძე: გასული წლის 29 ნოემბერს, აქციაზე თვალბუდის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა პოლიციელს, რომელმაც შედეგად დაკარგა მხედველობა - ეს არის მაგალითი, რომელიც უნდა იცოდეს, როგორც ჩვენმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ

 საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ის ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ნარატივს ეხმიანება, თითქოს გასული წ...

ტაბატაძდ

1744729905

ახალი ამბები

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო

 თურქეთში, იზმირის ყურეში ძლიერ მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტო ავრცელებს. უწყება ცნობით, მიწის...

ააა

1744728540

ახალი ამბები

შსს: პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა

 პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმ...

შსს

1744725499

ახალი ამბები

ავარია სოფელ შავშვებთან - დაიღუპა 2 ადამიანი

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი რკინის ჯებირს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამ...

პოლიცია