გაუპატიურების შემზარავი ფაქტი-12 წლის ბიჭზე 40 წლის მეზობელი, სამი წლის განმავლობაში ძალადობდა

არასრულწლოვანზე 3 წლის განმავლობაში მისი თანასოფლელი, 40 წლამდე მამაკაცი ძალადობდა. 15 წლის ბიჭის მძიმე ისტორია დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა სკოლის მასწავლებელი.
ძალადობიის მსხვერპლი შემზარავ ფაქტებს ჰყვება - ჩვენებით ირკვევა, რომ სიკვდილით მუქარის, ცემისა და მრავალგზის გაუპატიურების შემდეგ, მოძალადემ მსხვერპლს ექსპლუატაციის შესახებ ინფორმაცია, სოფელში თავადვე გაუვრცელა. ამბავი სკოლაში, სკოლიდან კი საგამოძიებო ორგანოში მივიდა.
მოზარდის დედა ირწმუნება, რომ შემზარავი ფაქტების შესახებ პირველად სკოლის პედაგოგისგან შეიტყო და სამი წლის განმავლობაში არაფერი შეუმჩნევია.
საქმის მასალები, „რუსთავი 2“-მა მოიპოვა, რომლის მიხედვითაც, ბავშვზე ძალადობის შესახებ ცნობილი იყო მამისთვის, რომელიც ინფორმაციას მალავდა.
მოზარდის დედა არ ადასტურებს, თუმცა ის, რომ მამისთვის შემზარავი ფაქტის შესახებ სავარაუდოდ ცნობილი იყო, სკოლის პედაგოგების მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებებიც მოწმობს.
შემზარავ დანაშაულზე სკოლის პედაგოგმა იმ გაკვეთილზე შეიტყო, სადაც ის ბავშვებს ჩაგვრაზე, დაშინებასა და ძალადობაზე მოუთხრობდა. რეაგირება მყისიერი იყო. ახლა პედაგოგებიც და თანაკლასელებიც ძალადობის მსხვერპლ მოზარდს, რეაბილიტაციაში ეხმარებიან.
პედოფილიაში მხილებული მამაკაცის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე საუბრობს. ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
შემზარავი დანაშაულის საქმის განხილვა სასამართლოში დახურულ რეჟიმში გრძელდება. არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს უახლოეს სხდომაზე იგეგმება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე პატიმრობა ელოდება.
წყარო:რუსთავი 2
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵იერუსალიმის საპატრიარქო თავის მრევლს ნებას რთავს შობა 25 დეკემბერსაც აღნიშნონ
🔵მიხეილ ჩხენკელი: ბიძინა ივანიშვილი ისტორიული მნიშვნელობის პიროვნებაა
1741088413
ახალი ამბები„რა მორალით გველაპარაკებით და გვასანქცირებთ, თან ვის - ლაშა ტალახაძეს და ვიქტორ სანიკიძეს, მსოფლიოში აღიარებულ და დამსახურებულ ადამიანებს“ - ირაკლი ზარქუა
„რა მორალით, რა პრინციპით და ღირებულებებით გველაპარაკებით და თან გვასანქცირებთ. თან ვის - ლაშა ტალახაძეს და ვიქტორ სანიკიძეს, მსოფლიოში აღიარებულ და დამსახურებულ ადამიანებს“, - ასე გამოეხმაურა მმართვე...
1741087797
საზოგადოებავოლსკი: ამბობენ - არ დავუშვებთ სიცრუეს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას, მეორე დღეს აკეთებენ იმავეს და არანაირი თვითრეგულაცია არ მოქმედებს
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მედიის შესახებ კანონის მნიშვნელობას აფასებს. იგი მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებები შეეცდებიან, პრობლემა თვითრეგულაციის გზით მოაგვარონ. „ამბობენ...
1741085614
საზოგადოებაგენო პეტრიაშვილი კახა კალაძესთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებაზე: მიკვირს, რომ უკრაინის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას აქვს დრო, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს
უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და მიკვირს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს, - გაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენო პეტრიაშვილმა უკრაინის...
1741085599
ახალი ამბები„რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია“ - ლაშა ტალახაძე
„ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლაშა ტალახაძე ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს. მისი თქმით, მსგავს ნაბიჯებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნ...
1741083933
სპორტიდუდა სანაძე ალ ნასრში ითამაშებს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განაგრძობს. მისი ახალი კლუბი „ალ ნასრი“ იქნება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. დუდას ბოლო კლ...