გიორგი ფხაკაძე: ვერ არის საქმე კარგად, სამხრეთ აფრიკული ახალი მუტანტი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, დელტაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, კორონავირუსის კიდევ ერთ გამოვლენილ ახალ შტამზე წერს, რომელიც ჯერჯერობით ბოლომდე გამოკვლეული არ არის.
აღნიშნულ მუტაციასთან დაკავშირებით, ექსპერტის პროგნოზი არა კეთილსაიმედოა.
"ვერ არის საქმე კარგად
✅გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდ ვარიანტი B.1.1.529 - ოფიციალური სახელი, ალბათ ამ დღეებში ექნება, სავარაუდო სახელია “ნუ” Nu.
✅სამხრეთ აფრიკული ახალი მუტანტი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, დელტაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს. ხვალ გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია.
✅ეს ვარიანტი უკვე გასცდა სამხრეთ აფრიკას და დაფიქსირდა მეზობელ 6 ქვეყანაში (ბოტსვანა, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი, ზიმბაბვე) და შორეულ ჰონგკონგში .
✅რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ?!
📍ძალიან სწრაფად ვრცელდება,
📍საკმაოდ ბევრი მუტაცია აქვს,
📍შესაძლოა ამ ვარიანტმა უფრო კარგად აუაროს გვერდი ჩვენს იმუნურ სისტემას და უფრო სწრაფად შეაღწიოს ორგანიზმში,
📍არსებული ვაქცინების ეფექტურობის საკითხი იქნება ნათელი დაახლოებით 2 კვირაში.
✅რატომ არის ამდენი მუტაცია სამხრეთ აფრიკაში?
იმიტომ, რომ მოსახლეობის მხოლოდ 24% არის აცრილი და უმრავლესობა არის დაინფიცირებული…
არაფერს გაგონებთ?!… ჩვენ ისე ვიზამთ, რომ ქართულ ვარიანტსაც შევქმნით…
✅რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და მით უფრო ბევრი მუტაცია ჩნდება…
ეს არის ევოლუციის კანონი (ვინც ბიოლოგია სკოლაში ისწავლეთ, იმედია, გახსოვთ. ვინც გააცდინეთ ეს გაკვეთილები, ჯობს, კომენტარების წერა არ დაიწყოთ, ნუ გაასაჯაროვებთ თქვენს “განათლებულობას”).
✅რა უნდა ქნას სახელმწიფომ ახლა:
📌დროებით ჩაკეტოს შემოსვლა სამხრეთ აფრიკიდან, ბოტსვანიდან, ნამიბიიდან, ლესოტოდან, ესვატინიდან, ზიმბაბვედან, და ჰონკონგიდან❗️
✅რა უნდა გააკეთოთ თქვენ:
📌 მოიმარაგეთ სამედიცინო პირბადეები❗️
ჯანმრთელობას გისურვებთ …"- წერს გიორგი ფხაკაძე ფეისბუკში.
ასევე დაგაინტერესებთ:
📌 საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი
1740840318
ახალი ამბები„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...