გმირის და კარატისტის კი არა, თინას მონას დაბადების დღეა დღეს - ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიაზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, მეუღლეს ირაკლი ალასანიას დაბადების დღეს ულოცავს და წერს, რომ „გმირის და კარატისტის კი არა, თინას მონას დაბადების დღეა დღეს“.

ადამიანი, რომელთანაც 30 წელი, ხან შორს და ხან ახლოს, ხან ძალიან შორს და ხან ძალიან ახლოს გავატარე და მხოლოდ წელს, კიდევ ერთხელ ძველი საყვარლებივით რომ გავიპარეთ ერთ ულამაზეს ქალაქში და ვლაპარაკობდით სხვისთვის სიკვდილზე, სიცოცხლეზე, გმირობაზე, სულ ყველაფერზე და მათ შორის ჩვენს აკვიატებულ ერთმანეთთან მუდმივ დაბრუნებაზე, ომზე, ტკივილზე, და რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა, ხანდახან, ახლაც, წამით, ფიზიკურად ვგრძნობ ავტომატის ჯერს, მამაჩემს რომ გადაატარეს და მტკივაო.

ზუსტად ნატყვიარების ადგილას და წამითო, - წამის განსაზღვრა აუცილებელი იყო, რომ არ გამებედა ჭარბი თანაგრძნობა.

არც სიმთვრალეში ავიწყდება, რომ უკადრისია ცრემლი მოგვარო ვინმეს და ეს სიტყვა "მტკივა" ერთადერთხელ გამოვძალე ამდენი წლის განმავლობაში.

ადამიანს, რომელიც თავისუფლებისთვისაა დაბადებული, ხეტიალისთვის, მძაფრი გრძნობებისთვის და სიყვარულისთვის, ვისზეც გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ასეთ მომხიბლავს არავის ვიცნობ, ზურგის ქარს და ძლიერ იალქნებს ვუსურვებდი მხოლოდ და მეგონა ასეთი იქნებოდა სულ, სულ, სულ...

ვერაფერი შეცვლიდა და მით უმეტეს, გამოჩნდებოდა ვინმე მისი სრულად მომხელთებელი.

აი ეს ადამიანი ერთ მშვენიერ დღეს მონად ჩაბარდა.

მოკლედ, გმირის და კარატისტის კი არა, თინას მონას დაბადების დღეა დღეს.

ხოდა მონებთან საქმე არ მაქვს. ეს უკვე საბოლოოა.“, - წერს  ნათია ფანჯიკიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე საინტერესოა:

🔵 ახალი დეტალები გაუჩინარებული რამაზ გერლიანის საქმეში - ყოფილი ცოლი კონკრეტულ მიზეზს ასახელებს

🔵უბედური შემთხვევა ქუთაისში - ხიდიდან მანქანა გადავარდა, დაიღუპა ახალგაზრდა კაცი და ქალი, არიან დაშავებულები

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741011697

მსოფლიო

გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

 გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...

გერმანიაგერმანია

1741010539

მსოფლიო

ტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...

დონალდ ტრამპი

1741006710

ახალი ამბები

„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი

ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი

1741005544

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი

1741003361

საზოგადოება

ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური ონლაინგამოფენა მიუძღვნა

კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, სპორტული კომენტატორის, ეროსი მანჯგალაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მიუძღვნა. საქართველოს ეროვ...

ეროსი მანჯგალაძე