გუმისთის ბრძოლიდან 32 წელი გავიდა

გუმისთის ბრძოლის 32-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ.
მათ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გუმისთასთან შეტაკებისას დაღუპული მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ვეტერანები და გუმისთის ბრძოლაში მონაწილე მებრძოლები.
ქართული მხარისთვის აფხაზეთის ომში გუმისთის ბრძოლის ეპიზოდი ერთ-ერთი წარმატებული სამხედრო მოქმედება იყო. შეტაკება 15-16 მარტს მდინარე გუმისთის სანაპიროს გასწვრივ რვა კილომეტრიან ფრონტზე წარიმართა. შავნაბადას ბატალიონმა და სოხუმის სამხედრო პოლიციამ მოწინააღმდეგე ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს. ბრძოლაში განსაკუთრებული როლი არტილერიას ჰქონდა. 16 მარტს მოწინააღმდეგემ უკან დახევა დაიწყო და გუმისთა მთლიანად ქართულმა მხარემ დაიკავა.
1742154711
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთ...
1742153883
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი აშშ-ის ელჩის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე: ნორმალურ კალაპოტში დგება მსოფლიო პროცესები და ამ ნორმალიზაციის მებაირაღე არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. რიგგარეშე ამ შეხვედრაზე არაფერი არ მომხდარა
ჩვეულებრივი შეხვედრა იყო, ნორმალურ კალაპოტში დგება მსოფლიო პროცესები და ამ ნორმალიზაციის მებაირაღე არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. რიგგარეშე ამ შეხვედრაზე არაფერი არ მომხდარა, - განაცხადა გადაცემაში...
1742151649
საზოგადოებადეკანოზი იოანე (გორელიშვილი): მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება
მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება და ასევე გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ - საჭიროა პრევენციული ზომები, - განუცხადა „იმედის კვირას“ დეკანოზმა...
1742147726
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის 24 საათში დასრულებაზე საპრეზიდენტო კამპანიისას გაკეთებული განცხადება „ცოტათი სარკასტული“ იყო
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადება, რომ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებდა, ცოტათი სარკასტული იყო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა შერილ ატი...
1742146353
ახალი ამბებიწაჩხურუს მთის ფერდობზე ხანძარია
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი წაჩხურის მთის ფერდობს უკიდია. „ბოლო ორი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში რვა ლოკაციაზე იყო ხანძარი, თუმცა ამ წუთას მხოლოდ ერთ ადგილას, ნობულევის მხა...