გურამ მაჭარაშვილი გახარიას: გადაწყვეტილება [კონფერენციის ჩატარებაზე რომელშიც გავრილოვი მონაწილეობდა] მიღებული იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, რომელსაც თამარ ჩუგოშვილი ესწრებოდა და მწვანე შუქი აუნთო ამ ღონისძიებას

რომ ბრძანეთ, საქართველოს პარლამენტში უნდა განხილულიყო კონფერენციის ჩატარება-არჩატარების საკითხიო, ერთადერთი კომიტეტი, სადაც ეს იყო განხილული, ეს იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, სადაც, პირველი მოადგილე, ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი, რა თქმა უნდა, ესწრებოდა და იქ არათუ რაიმე წინააღმდეგობა იყო, არამედ, მწვანე შუქი აუნთეს იმ კონფერენციის ჩატარებას, - განუცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, გიორგი გახარიას, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შესახებ კომისიის წევრების შეკითხვებს პასუხობს.

მაჭარაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გადაწყვეტილება კონფერენციის ჩატარების თაობაზე, რომელშიც რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი მონაწილეობდა და რომლის გამოც 20 ივნისის მოვლენები განვითარდა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იქნა მიღებული, სადაც იმჟამინდელი პირველი ვიცე-სპიკერი და პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ ჩუგოშვილიც იმყოფებოდა.

„როდესაც თქვენ ამბობთ აქ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვინ უნდა აიღოს და ვინ არა, არაერთხელ ითქვა და ქალბატონმა თეამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო იმ ადამიანმა ირაკლი კობახიძის სახით, რომელსაც არანაირი ბრალეულობა არ ჰქონდა იმ შედეგებზე, რა შედეგებიც დადგა. თქვენ, დღესაც აღნიშნავთ აქ პროცესები როგორ წარიმართა, მოინდომეთ პირიქით პრემიერმინისტრობა.

საზოგადოებამ რომ იცოდეს, გადაწყვეტილება სად იყო მიღებული, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, სადაც ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი, რომელიც ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობას, ესწრებოდა და მწვანე შუქი აუნთო ამ ღონისძიების ჩატარებას“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744735393

ახალი ამბები

ედიშერ გვენეტაძე პოლიციელის მიერ მხედველობის დაკარგვაზე: არასდროს იფიქროთ, რომ რომელიმე „სინდისის“ პატიმრის მშობელი იტყვის ოდესმე, ჩემმა შვილმა ეს რა უბედურება ჩაიდინაო

 მე რიგითი საქართველოს მოქალაქე ედიშერ გვენეტაძე მოვითხოვ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უცხო ქვეყნების აგენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელმაც პრეზიდენტობის მოვალე...

გვენეტაძე

1744732609

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

 საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი...

ყაველაშვილჯ

1744730265

ახალი ამბები

ალექსანდრე ტაბატაძე: გასული წლის 29 ნოემბერს, აქციაზე თვალბუდის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა პოლიციელს, რომელმაც შედეგად დაკარგა მხედველობა - ეს არის მაგალითი, რომელიც უნდა იცოდეს, როგორც ჩვენმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ

 საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ის ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ნარატივს ეხმიანება, თითქოს გასული წ...

ტაბატაძდ

1744729905

ახალი ამბები

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო

 თურქეთში, იზმირის ყურეში ძლიერ მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტო ავრცელებს. უწყება ცნობით, მიწის...

ააა

1744728540

ახალი ამბები

შსს: პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა

 პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმ...

შსს